ჩემ შესახებ



მოკლედ ჩემ 
შესახებ :  1990 წელს დავამთავრე სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი, სპეციალობა- დაწყებითი განათლების პედაგოგიკა  და მეთოდიკა. იმავე წელს დავიწყე მუშაობა მასწავლებლად. 1999 წლიდან  დღემდე ვმუშაობ გომბორის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების  მასწავლებლად. სხვადასხვა წლებში ვიყავი დირექტორის მოადგილე აღმზრდელობით დარგში, სკოლის ორგანიზატორი და შემდგომ სასწავლო ნაწილი.
ვარ უფროსი მასწავლებელი 2011 წლიდან. სერტიფიკატის № 0010209. წარმატებით გავიარე გარე დაკვირვება და ველოდები სტატუსის ცვლილებას.

   ვარ მეგობრული, მიზანდასახული, კომუნიკაბელური. მუდმივად ვარ ახლის ძიებაში. ჩემი სკოლის  მოსწავლეთა 48% აზერბაიჯანელია, წლების განმავლობაში დამიგროვდა არაქართულენოვან მოსწავლეებთან მუშაობის საკმაო გამოცდილება.  სასწავლო პროცესში ისტ ტექნოლოგიების გამოყენებამ და პროექტებით სწავლებამ აამაღლა  მოსწავლეთა  მოტივაცია. 
    მიყვარს სიახლეები და გამოწვევები.
   2013 წელს მონაწილეობა მივიღე მასწავლებელთა  პროექტების კონკურსში „პარტნიორები განათლებაში საქართველოს ფორუმი 2013“   და დავიკავე საპრიზო ადგილი.
2015-2016 სასწავლო წელს ჩვენი სკოლა ჩართული იყო პროექტში G-PRIED. ვიყავი ქართულის ფასილიტატორი და და მათემატიკაში ჩართული როგორც მასწავლებელი.
 პროექტმა საკმაო გამოცდილება მომცა, რომელსაც დღესაც აქტიურად ვიყენებ სასწავლო პროცესში.

No comments:

Post a Comment