ჯგუფური მუშაობისას წამოჭრილი პრობლემები და მათი გადაჭრის გზები მეორე კლასში
სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფ. გომბორის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებლის მარეხი დიდებაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2018წელი
სარჩევი
აბსტრაქტი
თავი I . საკვლევი საკითხის მიმოხილვა -------------------------------------------------
1.1.მოკლე ინფორმაცია კლასის შესახებ --------------------------------------------------
1.2 საკვლევი საკითხის მიმოხილვა
1.3 პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები ----------------------------------
1.4 კვლევის მიზანი ----------------------------------------------------------------------
1.5 კვლევის ამოცანა ------------------------------------------------------------------------
თავი II . სამოქმედო კვლევის არსი --------------------------------------------------------
თავი III. ლიტერატურის მიმოხილვა --------------------------------------------------------
თავი IV კვლევის მეთოდოლოგია ------------------------------------------------------------
4.1 კვლევის სამიზნე ჯგუფი -----------------------------------------------------------------
4.2 კვლევის მეთოდები -----------------------------------------------------------------------
4.3 მონაცემების შეგროვება: -------------------------------------------------------------------
4.4 კვლევის ვადები-----------------------------------------------------------------------------
თავი V კვლევის შედეგები
5.1 გამოკითხვის შედეგების ანალიზი
თავი VI ინტერვენცია და მისი შედეგები
6.1 ინტერვენცია
6.2 ინტერვენციის შედეგები
თავი VII მიგნებები, რეკომენდაციები დაკვლევის ნაკლოვანებები
7.1 მიგნებები
7.2 რეკომენდაციები
7.3 თვითკრიტიკა
დასკვნა
გამოყენებული ლიტერატურა
რეფლექსია
აბსტრაქტი
წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გომბორის საჯარო სკოლის მეორე კლასში განხორციელებული პრაქტიკული კვლევის ანგარიშს.აღნიშნული კვლევა ჩატარდა ამავე სკოლის დაწყებითი კალასის მასწავლებლის მარეხი დიდებაშვილის მიერ.
ნაშრომი შედგება შვიდი თავისაგან. I თავში მოცემულია ინფორმაცია კლასის შესახებ, საკვლევი საკითხის მიმოხილვა, კვლევის მიზანი და ამოცანები; II თავი ეხება პრაქტიკული კვლევის არსს და კლასში მის დანერგვას; III თავში მოცემულია სხვადასხვა ლიტერატურის მიმოხილვა მსგავს საკითხებზე, IV თავი მოიცავს ინფორმაციას კვლევის მეთოდოლოგიისა და ვადების შესახებ; V თავი ეხება კვლევის საფუძველზე მიღებული შედეგების ანალიზს; VI თავში განხილულია ინტერვენციის დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების ეტაპები, VII თავში აღწერილია კვლევის მიგნებები, რეკომენდაციები და კვლევის ნაკლოვანებები.
თავი I
საკვლევი საკითხის მიმოხილვა
1.1 მოკლე ინფორმაცია კლასის შესახებ
გომბორის საჯარო სკოლის კონტიგენტი ეთნიკური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მართალია სკოლა მციერკონტიგენტიანია, მაგრამ მოსწავლეთა 48% აზერბაიჯანელია და ენობრივი ბარიერის გამო ვაწყდებით უამრავ პრობლემას სასწავლო პროცესის დროს. ხშირად გვიწევს გაკევეთილის გეგმის მოდიფიცირება.ვცდილობთ ისეთი აქტივობების შეტანს რომელიც უზრუნველყოფს ყველა მოსწავლის ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში.განსაკუთრებით ბევრი პრობლემა იჩენს თავს დაწყებით საფეხურზე .
ჩემს სადამრიგებლო კლასში სწავლობს 8 მოსწავლე: 2 გოგონაა და 6ვაჟი. მათგან : 4 აზერბაიჯანელი ,1 უკრაინელი და 3 ქართველი .ფიზიკურად ყველა ჯანმრთელია, მათი გონებრივი განვითრების დონე დამაკმაყოფილებელია მაგრამ გაუჭირდათ ერმანეთთან შეგუება და ურთიერთობა .
1.2 საკვლევი საკითხის მიმოხილვა
სკოლის როლი საზოგადოების წინაშე განუზომლად დიდია. სკოლა ის ადგილია ,სადაც განათლებასთან ერთად მოსწავლე ეუფლება კომუნიკაციის ,თანამშრომლობის ,ტოლერანტობის უნარებს. ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანიც სწორედ ისაა რომ : „მოსწავლემ შეძლოს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება,საზოგადოების მომავალ წევრებს განუვითაროს ზოგადი საკომუნიკაციო და ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევები“(ესგ) .
თანამშრომლობითი უნარების განვითარება მოსწავლეებში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია თანამედროვე სწავლა - სწავლების პროცესში.მისი დახმარებით მოსწავლეებს უვითარდებათ მთელი რიგი უნარ-ჩვევები: ერთმანეთის მოსმენის, სხვისი აზრის გაზიარებისა და კრიტიკული შეფასების, საკუთარი აზრის გამოთქმის, მისი დასაბუთების და სხვა.
კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბაშვის განვითარებაში.როცა თანამშრომლობენ ,მსჯელობენ მეგობართან გამოაქვთ დასკვნა .თანმშრომლობის უნარის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი უკავია კლასის ორგანიზების ისეთ ფორმას როგორიცაა ჯგუფური სამუშაო.ერთად მუშაობისას ბავშვები ეცნობიან ახალ ინფორმაციას ,აანალიზებენ,უსმენენ განსხვავებულ აზრებს ,ერთად ჭრიან პრობლემებს.სწავლობენ ერთად მუშაობას ,ამჟღავნებენ ურთიერთპატივისცემას,აღწევენ შეთანხმებას ,აკეთებენ დასკვნებს და შეფასებებს.სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი საკლასო გარემოში ჯგუფური მუშაობა.
მეორე კლასში ენობრივ ბარიერთან ერთად სხვა ფაქტორებმაც იჩინა თავი მოსწავლეები განსხვავდებიან სხვადასხვაგვარი წინარე ცოდნითა და უნარ-ჩვევებით. მსგავსი შემთხვევა წინა წლებშიც მქონია, მაგრამ პრობლემას წარმოადგენდა ის ,რომ ისედაც მცირერიცხვოვანი კლასი დაიქსაქსა და ვერ ვიყენებდი გაკვეთილზე ისეთ აქტივობებს როგორიცაა წყვილებში და ჯუფში მუშაობა.
სასწავლო წლის დასაწყისიდანვე დიდი ძალისხმევა დამჭირდა იმისათვის, რომ დაბალი სასწავლო მზაობის მოსწავლეებში ამეწია ცოდნის დონე და გამომემუშავებინა სასწავლო უნარ-ჩვევები ისე, რომ არ დაჩაგრულიყვნენ მაღალი სასწავლო მზაობისა და სასწავლო უნარ-ჩვევების მქონე მოსწავლეები, რათა მათ არ დაეკარგათ სწავლის მიმართ ინტერესი და მოტივაცია. სწავლება-სწავლის პროცესში აქტიურად ვიყენებდი დიფერენცირებული სწავლების მრავალფეროვან მიდგომებსა და მეთოდებს
მივხვდი, რომ საჭირო იყო ისეთი აქტივობების დაგეგმვა, რომლებიც დაეხმარებოდა ჯგუფური მუშაობის სწორად წარმართვაში. დავიწყე შესაბამისი ლიტერატურის ძიება, ვესაუბრებოდი იმ კოლეგებს რომლებიც ატარებდნენ გაკვეთილებს ჩემ კლასში.მაინტერესებდა, აწყდებოდნენ თუ არა მსგავს პრობლემებს გაკვეთილზე. აღმოჩნდა, რომ მათაც აწუხებდა იგივე პრობლემა.
1.3 პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები
მასწავლებელი მუდმივად ახორციელებს კლასში წამოჭრილი პრობლემების იდენტიფიცირებას, აკეთებს ანალიზს და ეძებს გამოკვეთილი პრობლემის გადაჭრის გზებს. წამოჭრილი პრობლემა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან ჯუფურ მუშაობას საკმაოდ ნაყოფიერად ვიყენებდი აქამდე, ვაჯგუფებდი შესაძლებელობების მიხედვით (ქართველი აზერბაიჯანელთან) და ერთმანეთის დახმარბით ართმევდნენ თავს დავალებას.
დავიწყე პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზების ძებნა. ვფიქრობ, ასეთ დროს მასწავლებელმა თვითონ უნდა აიღოს მართვის სადავეები ხელში და საკუთარი ძალებით მოახდინოს პრობლემის გადაჭრისათვის საჭირო გზების ძიება, იმ ადამიანების ჩართულებობით, რომელებსაც ასევე ეხებათ აღნიშნული პრობლემა.
გადავწყვიტე მომეძიებინა საჭირო ლიტერატურა და უფრო მეტად ჩავღრმავებოდი საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკას.
პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები შეიძლება იყოს:
ერთპიროვნული ლიდერობის აღქმა;
მეგობრებისადმი უნდობლობა;
გადაჭარბებული თვითშფასება;
ენობრივი ბარიერი;
საკუთარ ძალებში დაურწმუნებლობა (დაბალითვითშეფასება);
არაჯანსაღი კომუნიკაცია;
არასათანადო ყურადღება მასწავლებლების მხრიდან საჭირო უნარების განვითრებაზე
1.4კვლევის მიზანი
ჯგუფური მუშაობისას წამოჭრილი პრობლემები და მათი მოგვარების გზები.
კვლევის მიზანია დეტალურად შეისწავლოს მოსწავლეთა თანამშრომლობითი უნარების განვითარებასთნ დაკავშირებული სირთულეები და გამონახოს პრობლემის გადაჭრის ოპტიმალური გზები, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოსწავლეთა შორის კომუნიკაციას, განავითარებს თანამშრომლობით უნარებს სწავლა-სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად. უზრუნველყოფს ჩემი, როგორც მკვლევარი მასწავლებლის, პროფესიულ სრულყოფას და დაეხმარება მსგავსი პრობლემის მქონე პედაგოგებს იდენტური სირთულეების გადაწყვეტაში.
1.5 კვლევის ამოცანა
კვლევის ამოცანაა შემუშავდეს სწორი მიდგომა თანამშრომლობითი და კომუნიკაციური უნარების განვითარებისათვის და მოხდეს მისი გაზიარება კოლეგებისათვის მსგავსი პრობლემების ოპტიმალურად მოგვარების მიზნით.
ამავე დროს პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვებს:
· რა პრობლემები წამოიჭრება ჯგუფური მუშაობის დროს;
· რა გზებით შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება ;
· რა მიზანი აქვს თანამშრომლობითი უნარების განვითარებას მოსწავლეებში;
· რამდენად უწყობს ხელს ის სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებას;
თავი II
პრაქტიკული კვლევის არსი
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა არის, ახალი ცოდნის შექმნის ინსტრუმენტი. პრაქტიკულ კვლევას აქტიურად იყენებენ განათლების სფეროში. პრაქტიკის კვლევა გვეხმარება სასწავლო პროცესში წარმოქმნილი სირთულეების დაძლევასა და პროფესიულ განვითარებაში.კვლევაზე მუშაობა ხელს უწყობს ახალი ცოდნის შეძენას, კოლეგა პედაგოგებთან თანამშრომლობას და გამოცდილების გაზიარებას. პრაქტიკის კვლევა რეფლექსიური პროცესია და მისი უმთავრესი შემადგენელი კომპონენტებია დაკვირვება და რეფლექსია.
საკვლევი პრობლემა წინა პლანზე წამოვწიე კლასში განხორციელებული სხვადასხვა აქტივობის დროს გამოვლენილი პრობლემების გასაანალიზებლად და იმ საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოსაყალიბებლად, რომელიც ხელს უწყობს ჯანსაღი ურთიერთობების, თანამშრომლობაზე დაფუძნებული გარემოს შექმნას და ამ გზით მოსწავლეთა სწავლა-აღზრდის მყარი საფუძველის შექმნას.
იდეა მაშინვე გავაცანი იმ კოლეგებს, რომლებიც ატარებენ გაკვეთილებს ჩემს კლასშიდა აქვთ მსგავს პრობლემებთან შეხება. ვფიქრობ, რომ თანამშრომლობითი მიდგომა კიდევ უფრო ხელს შეუწყობს საკითხის სიღრმისეულ გააზრებას და სწორი დასკვნების გაკეთებას.
მოსწავლეებში ეფექტური კომუნიკაციისა და თანამშრომლობითი უნარების განვითარებაზე ზრუნვა მეცნიერების, პრაქტიკოსებისა თუ ზოგადად, საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწე ადამიანების ინტერესის სფეროს წარმოადგენს. არაერთი კვლევა ჩატარებულა და შექმნილა ლიტერატურა იმის შესახებ, რატომ და როგორ უნდა განვავითაროთ ეს უნარები ჩვენს მოსწავლეებში. რა სარგებლობასთან / სირთულეებთან არის ის დაკავშირებული და როგორ უნდა მოვახერხოთ პრობლემის წარმატებულად გადაჭრა; რას გვასწავლის ეს კვლევა ისეთს, რაც შესაძლოა ჩვენს კოლეგებს სასიკეთოდ წაადგეთ.
თავი III
ლიტერატურის მიმიმოხილვა
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევისას ჩემ წინაშე დადგა საჭიროება, უფრო სიღრმისეულად შემესწავლა ჯგუფური მუშაობის შესახებ მასალები. მომეძიებინა და გავცნობოდი, თუ რა თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება არსებობდა ამ საკითხთან დაკავშირებით.
1. დ. უზნაძე აღნიშნავდა, რომ ბავშვის განვითარება მხოლოდ აქტივობის პროცესშია შესაძლებელი, სწავლის პროცესის ეფექტიანობისათვის , პირველ რიგში ბავშვი ამ პროცესის მიმართ უნდა ყოფილიყო დადებითად განწყობილი. უზნაძის აზრით: „სოციალური და მოქალაქეობრივი აღზრდა იმდენად ცოდნას არ ეყრდნობა, რამდენადაც მოქმედებასა და მის ტენდენციებს.....მოზარდის ცნობიერებაში საბოლოოდ უნდა ჩამოყალიბდეს შეგნება, რომ იგი საზოგადიებრივი ერთეულის წევრია და მთელი მისი მოღვაწეობა ამ ერთეულის ინტერესით მოძრაობს“. ( დ.უზნაზე „პედაგოგიური თხზულებანი“ გვ.418 )
2. მოსწავლეებში კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარების განვითარების აუცილებლობაზე საუბრობს ვიგოდსკი. მისი თეორიის მიხედვით მასწავლებელი აძლევს მიმართულებას და მოსწავლეები თავად აგებენ ცოდნას. როდესაც მოსწავლეები ერთად მუშაობენ, „ზოგიერთი მოსწავლე იყენებს ეგოცენტრულ მეტყველებას, რაც საშუალებას აძლებს სხვა მოსწავლეებს გაიგონ და ისწავლონ თუ რა აზროვნების პროცესებს იყენებენ მათი თანატოლები სწორი პასუხის მისაღებად. ერთობლივი მუშაობა ხელს უწყობს კოგნიტურ და სოციალურ განვითარებას, მოტივაციის ამაღლებას“ („განვითარებისა და სწავლი თეორიები“ გვ.110).
ვიგოდსკი და უზნაძე აღიარებდნენ და დიდ ყურადრებას აქცევდნენ თანამშრომლობითი უნარების განვითარების აუცილებლობას და მოსწავლეთა აქტიურ ქმედებას.
როგორც ქართველი მკვლევარი ს. ლობჟანიძე თავის სტატიაში (,,თანამშრომლობითი სწავლების მეთოდები. სეგმენტური მეთოდი“ ინტერნეტგაზეთი: maswavlebeli.ge 8 იანვარი 2015წ.) აღნიშნავს, ,,თანამშრომლობითი სწავლება წარმოადგენს სწავლების ყველაზე თანამედროვეფორმას, რომელსაც მასწავლებლები სულ უფრო აქტიურად იყენებენ სასწავლო პროცესში.
თანამშრომლობითი სწავლებისდროს, მოსწავლეებს უვითარდებათ ორმაგი –
როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური – პასუხისმგებლობა. ამ დროს თითოეული მათგანი პასუხს აგებს არამარტო საკუთარ თავსა და კეთილდღეობაზე, არამედ ჯგუფსა და მის წარმატებაზეც. თითოეულ მოსწავლეს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ მისი წარმატება ჯგუფის წარმატების საწინდარია.
შექმნილი ჯგუფის ერთ-ერთი ამოცანაა, თითოეული წევრი აქციოს მკვეთრად გამოხატულ ინდივიდად, თუმცა კვლევები
გვიჩვენებს, რომ ჯგუფური მუშაობის დროს ბევრი მოსწავლე ცდილობს, სხვის ხარჯზე გავიდეს ფონს და დაუმსახურებლად მიიღოს ჯილდო. აქედან გამომდინარე, ადვილი არ არის, შევაფასოთ ჯგუფურ მუშაობაში თითოეული მოსწავლის მიერ შეტანილი წვლილი. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად მასწავლებელმა გონივრულად უნდა შეარჩიოს ჯგუფური მუშაობის მეთოდი.
ამავე ავტორის აზრით (,,სოციალური უნარების განვითარება მოსწავლეებში“ ინტერნეტგაზეთი: maswavlebeli.ge 23 ნოემბერი 2012წ.),,თანამშრომლობით ჯგუფებში მოსწავლეები მხოლოდ სასკოლო პროგრამაში შემავალ სხვადასხვა დისციპლინას კი არ სწავლობენ, არამედ ინტერპერსონალური ურთიერთობის ჩვევებსაც ეუფლებიან. სოციალური ჩვევების სწავლება აკადემიური წარმატების აუცილებელი პირობაა: რაც უფრო უკეთ ფლობენ მოსწავლეები სწავლაში ერთმანეთის დახმარების ხელოვნებას, მით უკეთესია მათი მოსწრება. მაშასადამე, სოციალური ჩვევების ფორმირება ხდება თანამშრომლობით სიტუაციებში, სადაც დავალება ერთად არის შესასრულებელი.
ჩემი კვლევისთვის ძალზე ღირებული აღმოჩნდა ავტორის მიერ აღწერილი ,,სეგმენტური მეთოდი“ როგორც თანამშრომლობითი უნარების განვითარების ერთ-ერთი საშუალება.
ყურადღებით გავეცანი რობერტ სელმანის კვლევას (Selman, 1976, 1981; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ,,ეფექტური კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარების განვითარება დაწყებითი კლასების მოსწავლეებში“ სატრენინგო მასალა 2017) 7-დან 12 წლამდე ბავშვების მეგობრული ურთიერთობების შესახებ და მის გავლენას კომუნიკაციური და თანამშრომლობითი ჩვევების ფორმირებაზე.
Selman, 1976, 1981; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ,,ეფექტური კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარების განვითარება დაწყებითი კლასების მოსწავლეებში“ სატრენინგო მასალა 2017წ.
დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან შემდეგი ექსპერიმენტი ჩაატარეს: საზაფხულო ბანაკში სთავაზობდნენ აქტივობებს, რომელიც ზოგჯერ კონკურენციას, ზოგჯერ კი თანამშრომლობას მოითხოვდა.აღმოჩნდა, რომ დავალების შესრულების დროს, როდესაც კლასს სთავაზობდნენ კონკურენტულ გარემოს, იზრდებოდა ,,საწინააღმდეგო“ ჯგუფის წევრების მიმართ აგრესია, მაგრამ, საკმარისი იყო შეეთავაზებინათ თანამშრომლობაზე ორიენტირებული დავალება, მაშინვე იხსნებოდა ჯგუფის წევრებს შორის დაძაბულობა.
აქვე გამოკვეთეს ის თვისებები, რომელიც განაპირობებდა აღნიშულ ასაკში თანატოლებს შორის პოპულარობას და მიიღეს შემდეგი მონაცემები: პოპულარული ბავშვები მეტად მონაწილეობენ საერთო საქმეებში, შეუძლიათ თანამშრომლობა და თანატოლთა დახმარება. ეს ბავშვები გამოირჩევიან წარმატებით სასწავლო, სპორტულ თუ რომელიმე სხვა საქმიანობის სფეროში.
დიდი ინტერესით გავეცანი ლელე კოტორაშვილის წიგნს „მოსიარულე გაკვეთილები“.საინტერესოდაა აღწერილი რაჭის მაღალთიანი სოფლის უწერის სკოლის ცხოვრება. მომეწონა ლელას ჩატარებული აქტივობებით როგორ გამოცოცხლდნენ ბავშვები ,გააქტიურდნენ და ბევრი რამ გამოვიყენე ჩემ კლასშიც.
ლიტერატურის გაცნობამ დიდი დახმარება გამიწია უფრო ღრმად და ახლებურად შემეხედა აღნიშნული პრობლემისათვის.
ამრიგად, ჯგუფურ სამუშაოში მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობა, მათ შორის კომუნიკაცია და თანამშრომლობა რომ შედგეს, საჭიროა მოსწავლეთა ინტერესების, ემოციური მდგომარეობის გათვალისწინება. საჭიროა მოსწავლეებს შევთავაზო ცვლილებები, სიახლეები, მომეძებნა გზები მათში ინტერესის გასაღვიძებლად და ა. შ.
თავი IV
კვლევის მეთოდოლოგია
4.1 კვლევის სამიზნე ჯგუფი
გომბორის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეები.
4.2 კვლევის მეთოდები
ინტერვიუ
დაკვირვება
4.3 მონაცემების შეგროვება:
ინტერვიუს მიზანი იყო დასაწყისშივე გაგვეგო, რაზე გაგვემახვილებინა ყურადღება. როგორი იყო ნდობისა და მიკუთვნებულობის ფაქტორი მოსწავლეებში. იყვნენ თუ არა გულწრფელები თანატოლებთან ურთიერთობაში, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მათთვის მეგობრების აზრი. შესაბამისად ინტერვიუს კითხვებიც ასე ჩამოყალიბდა:
კითხვარი მოსაწვლეთათვის:
· ვითვალისწინებ თუ არა მეგობრების რჩევას?
· მიჭირს გავიაზრო განსხვავებული შეხედულება?
· მეხმარება თუ არა მეგობრის მიერ მოცემული რჩევა მუშაობის პროცესში?
· ადვილად ვთანხმდები მათთან თუ კამათი უშედეგოდ მთავრდება?
· რომელ მოსწავლეებთან თანამშრომლობაა ჩემთვის სასიამოვნო?
· ვისთან მაქვს ყველაზე ხშირი კონფლიქტი?
· ამ მოსწავლესთნ სხვებსაც უჭირთ ურთიერთობა?
· შენი აზრით, რა არის ამის მიზეზი?
· როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება?
დაკვირვება : სწავლა რთული პროცესია, განსაკუთრებით კი დაწყებით საფეხურზე.სასკოლო გარემო და ახალი ურთიერთობები ამ ასაკში კიდევ უფრო სირთულეს უქმნის მოსწავლეს. არა აქვს გაცნობიერებული სწავლის საჭიროება, ვერ ამყარებენ სწავლის მიზან-შედეგობრიობას შორის კავშირს. . ასეთ სიტუაციაში გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშონ მშობელმა და მასწავლებელმა, რათა სწავლა და საკოლო გარემო მოსწავლისათვის გახდეს საინტერესო და სახალისო. პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის პროცესში ერთ-ერთ ინსტრუმენტად გამოვიყენე სტრუქტუირებული, არაჩართული დაკვირვება. დაკვირვებას ვახდენდი როგორც გაკვეთილის მსვლელობისას ასევევე სადამრიგებლო საათზე,დასვენებაზე. დაკვირვების პროცესმა მაჩვენა, რომ ურთიერთობის პრობლემა მკვეთრად იყო გამოხატული ჯგუფური მუშაობის დროს .
კვლევის დასაწყისში მონაცემები ასე გამოიყურებოდა:
4.4 კვლევის ვადები
აქტივობა
|
X
|
XI
|
XII
|
I
|
II
|
III
|
IV
|
V
|
VI
|
საკვლევი პრობლემის შერჩევა
|
X
| ||||||||
კვლევის კომისიის შექმნა
|
X
| ||||||||
კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება
|
X
| ||||||||
შეხვედრები კოლეგებთან
|
X
|
X
|
X
|
X
|
X
|
X
|
X
| ||
მონაცემების შეგროვება
|
X
| ||||||||
მონაცემების ანალიზი
|
X
| ||||||||
კითხვარების შედგენა
|
X
| ||||||||
კითხვარების დამუშავება
გამოკითხვა
|
X
| ||||||||
მიღებული შედეგების ანალიზი (მათ შორის რაოდენობრივი)
|
X
| ||||||||
სავარაუდო
ინტერვენციების განხილვა
|
X
| ||||||||
ინტერვენციოის განხორციელება
|
X
|
X
| |||||||
ინტერვენციის შედეგების ანალიზი
|
X
| ||||||||
პრეზენტაცია სკოლასთან, შედეგების გაცნობა
|
X
|
თავი V
კვლევის შედეგები
5.1 გამოკითხვის შედეგების ანალიზი
ინტერვიუს მიზანი იყო გამოგვევლინა, რა ფაქტორები ახდენს გავლენას მოსწავლეთა თანამშრომლობაზე: ითვალისწინებენ თუარა მეგობრების რჩევას? უჭირთ გაიაზრონ განსხვავებული შეხედულება? ეხმარება თუ არა მეგობრის მიერ მიცემული რჩევა მუშაობის პროცესში? ადვილად თანხმდებიან მათთან თუ კამათი უშედეგოდ მთავრდება? რომელ მოსწავლეებთან თანამშრომლობაა მათთვის სასიამოვნო? ვისთან აქვთ ყველაზე ხშირი კონფლიქტი? ამ მოსწავლესთან სხვებსაც უჭირთ ურთიერთობა?
ინტერვიუ განხორციელდა თითოეულ მოსწავლესთნ ცალ-ცალკე. აღმოჩნდა, რომ კლასში არის რამდენიმე მოსწავლე, ვისთნ მუშაობაც ყველას უადვილდება. ესენი არიან ძირითადად მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები, რომლებიც ადვილად ართმევენ თავს სამუშაოს, შეუძლიათ სხვების მოსმენაც, მაგრამ სამუშაოს ძირითდ ნაწილს ისინი ასრულებენ. ამიტომ მთთან თანამშრომლობა იოლია, ადვილად დაძლევადი დავალებების შესრულება კი - სასიამოვნო. აკადემიურად მაღალი მოსწრების მოსწავლეებში არიან მეგობრებისადმი კეთილგანწყობილი ბავშვები, რომლებიც პრეზენტაციას უთმობენ დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებს, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც თვლიან, რომ სხვას გაწეული მუშაობის კარგად წარმოჩენა არ შეუძლია, ამის გამო შესაძლოა მათი შრომა დაიკარგოს და დაბალი შეფასება დაიმსახურონ. ამიტომ ურჩევნიათ სადავეები ბოლომდე მათ ჰქონდეთ.
უბრალო დაკვირვების პროცესში გამოვლინდა ერთი მნიშვნელოვანი საკითხი: კლასში არის 2-3 გადაჭარბებული თვითშეფასების მქონე მოსწავლე, რომელიც თვლის, რომლის მიზანი მხოლოდ პრეზენტაციის გაკეთება და ამით საკუთრი თავის წარმოჩენაა, ამიტომ იმთვითვე იწყებს შეთანხმებას დანარჩენებთან, რომ თქვენ დაწერეთ, იმსჯელეთ და მე ბოლოს ვისაუბრებ.
თავი VI
ინტერვენცია და მისი შედეგები
6.1 ინტერვეცია
გაანალიზდა რა კვლევის შედეგები კოლეგებთან, დადგინდა რომ უნდა გვემუშავა რამდენიმე მიმართულებით:
v დაბალი თვითშეფასების მქონე მოსწავლეებთან მათი შესაძლებლობების გამოვლენისა და ჯგუფში ფუნქციის მინიჭებისათვის შეგვერჩია სპეციალური დავალებები.
v მაღალი თვითშეფასების მქონე იმ მოსწავლეებთნ, ვისაც ერჩია საბოლოო სიტყვა მაინც თვითონ ეთქვა, მიგვემაგრებინა დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები, რომლებსაც მოამზადებინებდნენ პრეზენტაციას, საამისოდ მათ დრო გავუზარდეთ.
v ხოლო იმ მოსწავლეებისათვის, ვისაც არარელევანტური (მაღალი) თვითშეფასება ჰქონდათ, მიგვეცა მსგავსი ტიპის დამოუკიდებელი დავალებები და ვთხოვეთ, თვითონ გაეკეთებინა შეფასება სამუშაოს ბოლოს.
ამ მიდგომამ სასურველი შედეგი გამოიღო და უკვე ინტერვენციის შემდეგ აღარ შეინიშნებოდა ჯგუფში უთნხმოებისა თუ გაუგებრობისა და სამუშაოს არასწორი განაწილების შემთხვევები, ასევე შემცირდა პასიურ როლში მყოფი მოსწავლეების რიცხვი და ყველა ცდილობდა გარკვეული წვლილის შეტანას საერთო საქმეში.
აღსანიშნავია. რომ სასურველი შედეგი დადგა განხილული ლიტერატურის შედეგად მიგნებული ,,სეგმენტური მეთოდისა’ და დამატებითი კლასგარეშე აქტივობების ერთმანეთის პარალელურად განხორციელების შემდეგ.
დავიწყეთ თანამშრომლობითი სწავლების საუკეთესო ფორმად აღიარებული ,,სეგმენტური მეთოდის“ გამეყენება საგაკვეთილო პროცესში, რომელიც აწესრიგებს გჯუფის წევრების მაქსიმალურ ჩართულობას საერთო აზრის შეჯერების პროცესში.
ეს მეთოდი ,,ეხმარება მოსწავლეებს როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური პასუხისმგებლობის განვითარებაში და საშუალებას აძლევს მასწავლებელს, შეაფასოს როგორც თითოეული მოსწავლის პირადი წვლილი ჯგუფურ მუშაობაში, ასევე ჯგუფის საქმიანობის საერთოპროდუქტი.
მეთოდის მოკლე აღწერა:
სეგმენტური მეთოდი არის გრაფიკულად სტრუქტურირებული თანამშრომლობითი სწავლების მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა, ჯგუფის ყველა წევრის ინდივიდუალური მუშაობის შედეგების შერწყმით მომზადდეს დაკლასს წარედგინოს ჯგუფის საერთოპროდუქტი.
მეთოდის მიმდინარეობა
. კლასი იყოფა 4-5 ან 6კაციან ჯგუფებად.
. თითოეულ ჯგუფს ურიგდება მუშაობისთვის საჭირო რესურსები – A3 ან უფრო დიდი ზომის ფორმატი და მარკერები.
ფორმატი იყოფა სეგმენტებად – ერთ ცენტრალურ და რამდენიმე გარესეგმენტად თუ ჯგუფი ოთხი წევრისგან შედგება, გარესეგმენტიც ოთხია და გრაფიკული გამოსახულება ასე გამოიყურება:
თითოეული გარე სეგმენტი ჯგუფის თითო წევრს ეკუთვნის, ხოლო ცენტრალური – მთელ ჯგუფს.
. ჯგუფის ყოველი წევრი იღებს მასწავლებლისგან დავალებას
. მოსწავლეები საკუთარ იდეებს მათთვის განკუთვნილ სეგმენტში აღწერენ დახელისმოწერით ადასტურებენ. ამ ეტაპზე მეთოდი მოითხოვს სრულ მდუმარებას, ერთმანეთთან კომუნიკაცია იკრძალება.
მას შემდეგ, რაც ჯგუფის თითოეული წევრი შეავსებს საკუთარ სეგმენტს, მოსწავლეები ეცნობიან ერთმანეთის ნააზრევს და თუ საჭიროდ მიიჩნიეს, ურთავენ წერილობით კომენტარებს.
მომდევნო საფეხურზე იმართება დისკუსია, ერთიანდება ყველა წევრის ნამუშევარი, გამოიყოფა ყველასათვის მისაღები იდეები. საბოლოოდ ყველა იდეა ჯამდება და ფიქსირდება ცენტრალურ სეგმენტში, სადაც ჯგუფის ყველა წევრი აწერს ხელს.
უკანასკნელელ ეტაპზე თითოეული ჯგუფი წარმოადგენს თავის შესრულებულ სამუშაოს.
ასეთი მუშაობის დროს თითოეული მოსწავლე გრძნობს თავის პასუხის მგებლობას და ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს ჯგუფის მუშაობაში.
კლასის საათებზე გამოყენებულ იქნა შემდეგი აქტივობები:
აქტივობა1. ლიტერატურული სალონი „ჩვენ“
ზემოთ მოგახსენეთ ლელა კოტორაშვილის წიგნის „მოსიარულე გაკვეთილების“ შესახებ
სწორედ ამ წიგნის მიხედვით შევქმენით ლიტერატურული სალონი „ჩვენ“
კლასში გამოვყავით კუთხე სალონისთვის. ბავშვებმა ხალისით მიიღეს მონაწილეობა კუთხის გაფორმებაში,მოიტანეს საბავშო წიგნები,შევქმენით ბიბლიოთეკა და ვაწყობდით წიგნების ერთობლივ კითხვას,ვსმჯელობდით,წაკითხულის მიხედვით აკეთებდნენ ნახატებს.ვკითხულობდით როლებად, დავდგით სპექტაქლები შექმნეს აფიშები . ,სახალისო ვიქტორინებიც მოვიფიქრეთ და მუშაობამ ძალიან კარგი შედეგი გამოიღო.ბავშვები დაამეგობრა ,თითოეულს გათავისებული ქონდა თავისი როლი და წვლილი კლუბში.ისე გათამამდნენ და მოეწონათ ასეთი მუშაობა,სხვა კლასელებიც კი მოიწვიეს კლუბში დასასწრებად. ჩვენმა ღონისძიებებით დაწყებითი საფეხურის სხვა მოსწავლეებიც დაინტერესდნენ და ერთობლივი ღონისძიებებიც დავგეგმეთ და მოვაწყვეთ.
აქტივობა 2: ,,ბაბილონის გოდოლი“2
მიზანი: თანამშრომლობის უნარის განვითარება
მასალა: ბარათები სხვადასხვა ასოებით, აგრეთვე რამდენიმე ცარიელი ბარათი.
მიმდინარეობა: მასწავლებელი თითოეულ მოსწავლეს თითო ასოს სთავაზობს. მათ უნდა შექმნან სიტყვები. ამისათვის დასჭირდებათ მოძებნონ მოკავშირეები და დაითანხმონ საერთო სიტყვის შექმნაზე.
აქტივობა 3: ,,ტკბილი პრობლემა“2
მიზანი: თანამშრომლობის, მოლაპარაკების უნარის განვითარება
მასალა: ორცხობილები, ხელსახოცი.
მიმდინარეობა: მასწავლებელი წყვილებს აჯილდდოებს ერთი ორცხობილით და ერთი ხელსახოცით. სთვაზობს ინსტრუქციას, რომ ვერცერთი ბავშვი ვერ მოკიდებს ხელს ორცხობილას, თუ არ მოილაპარაკებს მეწყვილესთან.
თამაშის დასრულების შემდეგ მასწავლებელი აჯამებს მას შეკითხვებით:
o როგორ გადაჭერით პრობლემა?
o რას მიმართეთ, სანამ პრობლემას გადაჭრიდით?
აქტივობა 4: ,,მეზღაპრე“ 2
მიზანი: თანამშრომლობის, ერთმანეთის მოსმენის, მეტყველების, ფანტაზიის განვითარება.
მასალა: ლოტოს ბარათები
მიმდინარეობა: მოსწავლეები ქმნიან წრეს, მასწავლებელი მათ ურიგებს 1 ან 2 ბარათს და შემდდეგ ინსტრუქციას სთვაზობს: ჩვენ ახლა ყველანი მეზღაპრეებად გადავიქცევით და ერთად ახალ ზღაპარს შევქმნით. ერთ-ერთი მოსწავლე დებს თავის ბარათს და თხრობას იწყებს. შემდეგი დებს თავის ბარათს და აგრძელებს ამ ბარათის შესაბამისი წინადადებით. ასე გრძელდება მანამ, სანამ ბოლო მოსწავლე ბოლო ბარათით არ დაამთავრებს თხრობას.
აქტივობა 5: ,,ცალკე და ერთად“2
მიზანი თანამშრომლობის, მოლაპარაკების უნარის განვითარება
მასალა: A3 ზომის ფორმატი
2.მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ,,ეფექტური კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარების განვითარება დაწყებითი კლასების მოსწავლეებში“ სატრენინგო მასალა 2017
მიმდინარეობა: მასწავლებელი წყვილებს ურიგებს ფურცლებს, რომელიც სამ ნაწილად არის დაყოფილი.მარჯვენა და მარცხენა მხარეს წევრები ხატავენ, რაც მათ სურთ, მაგრამ შუაში ვერცერთი ვერ დაიწყებს მუშაობას, სანამ არ მოილაპარაკებენ როგორც კომპოზიციას, აგრეთვე არ გაინაწილებენ ფუნქციას, ვინ რას დახატავს.
6.2 ინტერვენციის შედეგები
მიღწეული შედეგები აშკარაა რაოდენობრივი მონაცემების ანალიზით:
თავი VII
მიგნებები, რეკომენდაციები და კვლევის ნაკლოვანებები
სეგმენტური მეთოდის დანერგვის შედეგად მიღებულმა გამოცდილებამ მეთოდის პოზიტიური ეფექტი დაადასტურა. მეთოდის დაყოფას ინდივიდუალური და ერთობლივი მუშაობის ფაზებად მინიმუმამდე დაჰყავს ჯგუფური მუშაობის დროს თავჩენილი რისკები და სიცოცხლისუნარიანს ხდის მუშაობის პროცესს, აჯანსაღებს კომუნიკაციას.
7.1 მიგნებები
ინტერვენციების განხორციელების შედეგად შემდეგი საკითხები გამოიკვეთა:
1. მოსწავლეთა თანამშრომლობითი უნარები ადრეული ასაკიდანვე უნდა განვავითაროთ;
2. კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ ეს უნარები ჩვენს მოსწავლეებს ნაკლებად აქვთ განვითარებული. მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლები ხშირად მიმართავენ ჯგუფურ აქტივობებს, თავიდანვე ვერ ყალიბდება მათში აზრის შეჯერებისა და საერთო გაადწყვეტილებამდე მისვლის უნარი. მოსწავლეებს უჭირთ სამუშაოს შესრულებაში საკუთარი როლის გათავისება. ზოგჯერ ცოდნა და გამოცდილება არ ჰყოფნით, ზოგჯერ კი გადამეტებული თვითშეფასების გამო უჭირთ სხვისი აზრის გაზიარება, ზოგიერთი კი უბრალოდ მინდობილია სხვის უნარებსა და შესაძლებლობებზე და ურჩევნია იოლად გავიდეს ფონს. თუმცა სხვა ფაქტორებიც მრავლად არის...
3. სეგმენტური მეთოდის დანერგვის შედეგად მიღებულმა გამოცდილებამ მეთოდის პოზიტიური ეფექტი დაადასტურა. მეთოდის დაყოფას ინდივიდუალური და ერთობლივი მუშაობის ფაზებად მინიმუმამდე დაჰყავს ჯგუფური მუშაობის დროს თავჩენილი რისკები და სიცოცხლისუნარიანს ხდის მუშაობის პროცესს, აჯანსაღებს კომუნიკაციას.
4. მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ კლასგარეშე აქტივობები. მათთვის თოთოეული ახალი თამაში დღესასწაულია და ინტერესით ერთვებიან მასში.
5. კვლევამ დაადასტურა, რომ არსებობს მეთოდები და მიგნებები, რომელთა წარმატებით დანერგვის შემხვევაშიც თანამშრომლობა მოსწავლეთა ყოველდღიურ მოთხოვნილებად გადაიქცევა, ხოლო ამ მეთოდის წარმატებული გამოყენება კი ხელს შეუწყობს სწავლის ხარისხის ამაღლებას ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეში.
7.2 რეკომენდაციები:
მოსწავლეთა თანამშრომლობითი უნარების განვითარება ბევრ მნიშვნელოვან პრობლემას მოაგვარებს. მათ შორის ხელს შეუწყობს სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებას, ჯანსაღ ურთიერთობებს ჩამოაყალიბებს მოსწავლეთა შორის, მოხდება წარმატებული მოსწავლეების ცოდნის რეალიზება დაბალი მოსწრების მოსწავლეების აკადემიური დონის ამაღლებისათვის, გაიზრდება ურთიერთნდობისა და ურთიერთპატივისცემის ხარისხი.
ყოველივე ამისათვის საჭიროა:
ü მასწავლებლებმა გაიზიარონ კოლეგების გამოცდილება;
ü დანერგონ პრაქტიკაში კვლევის მიგნებები;
ü შეუსაბამონ არსებული გამოცდილება მათ საკლასო საჭიროებებს;
ü ჩამოაყალიბონ ახალი რეკომენდაციები უკვე საკუთრ პრაქტიკაზე დაყრდნობით;
ü გამოიკვლიონ მათი რეკომენდაციების ეფექტურობა და სარგებლიანობა;
ü გამოკვეთონ ახალი საკითხები.
დასკვნა
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა, განხორციელდა სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გომბორის საჯარო სკოლაში .კვლევის მიზანი იყო ჯგუფური მუშაობისას წამოჭრილი პრობლემების შესწავლა,გადაჭრის გზების ძიება თანამშრომლობითი უნარების განვითარება . კვლევა სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით ჩატარდა. მოვახდინე კვლევის შედეგების ანალიზი და დაიგეგმა მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული აქტივობები. ჩატარებულმა ღონისძიებებმა დადებითი შედეგი გამოიღო, და დაეხმარა მოსწავლეებს აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრაში. მოსწავლეები გახდნენ მოტივირებული, ხალისიანები ,ჯგუფის აქტიური წევრები. კვლევის განმავლობაში მიღებულ შედეგებზე და მიგნებებზე დაყრდნობით შევიმუშავე რეკომენდაციები. აღნიშნული პედაგოგიური პრაქტიკის კვლევას წარვადგენ სკოლის ადმინისტრაციასთან, დაწყებითი კლასების კათედრასთან და პედაგოგიური პრაქტიკის კვლევით დაინტერესებულ კოლეგა პედაგოგებთან. ვიმედოვნებ, რომ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა გაზრდის მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებას, სწავლა-სწავლების ხარისხს და წაადგება როგორც ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკას, ასევე დაინტერესებული კოლეგების პროფესიულ საქმიანობას.
მნიშვნელოვანია, რომ ამ კვლევის შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე ახალი საკვლევი თემა:
Ø ანალოგიური კვლევის ჩატარება სხვადასხვა საფეხურზე და შედეგების შედარება;
Ø მოსწავლ;ეებში დამოუკიდებელი მუშაობისა და მეტაკოგნიტური უნარების ფლობა.
ვფიქრობ, საინტერესო იქნება აღნიშნული საკითხების შესწავლა და მათი გაანალიზება ერთიან ჭრილში, რასაც მომავალში განვახორციელებ ჩემს კოლეგებთნ ერთად.
გამოყენებული ლიტერატურა
1.დ.უზნაძე „პედაგოგიური თხზულებანი“
2.ვიგოდსკი“განვითარებისა და სწავლების თეორიები“
3.სოფიკო ლობჟანიძე ,,სოციალური უნარების განვითარება მოსწავლეებში“ ინტერნეტგაზეთი: maswavlebeli.ge 23 ნოემბერი 2012წ.
4.სოფიკო ლობჟანიძე ,,თანამშრომლობითისწავლებისმეთოდები. სეგმენტურიმეთოდი“ (ინტერნეტგაზეთი: maswavlebeli.ge 8 იანვარი 2015წ.
5.მასწავლებელთაპროფესიულიგანვითარებისეროვნულიცენტრი, ,,ეფექტური კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარების განვითარება დაწყებითი კლასების მოსწავლეებში“ სატრენინგომასალა 2017;რობერტსელმანისკვლევა (Selman, 1976, 1981);
6.დავით ლიპარტელიანის. “სამოქმედო კვლევის სახელმძღვანელო“
7.ლელა კოტორაშვილის“მოსიარულე გაკვეთილები“
რეფლექსია
(კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ)
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის დასრულების შემდეგ ორგანიზება გავუკეთე კოლეგებთან შეხვედრას იმ მიზნით, რომ კვლევა გამეხადა საჯარო და კვლევის მიმდინარეობა და შედეგები გამეზიარებინა მათთვის. კოლეგების აზრს ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის შესახებ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ, ვინაიდან ჩემ მიერ განხორციელებული კვლევის ერთ-ერთი მიზანი იყო ის, რომ აღნიშნული კვლევით სარგებელი ენახათ მოსწავლეებს, მკვლევარ მასწავლებელს, კოლეგა პედაგოგებსა და სკოლას. კვლევის წარდგინებას ესწრებოდა შეფასების ჯგუფის ყველა წევრი ,დაწყებითი კლასების კათედრის კვლევით დაინტერესებული მასწავლებლები, სკოლის დირექტორი ბატონი ზურაბ ქისტაური.პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის წარდგინება დავიწყე დიაგნოსტირების ეტაპით, ანუ როგორ შევარჩიე საკვლევი თემა. ვისაუბრე იმაზე, თუ რა სახის ლიტერატურას გავეცანი, როგორ მოვახდინე საკვლევი კითხვის ჩამოყალიბება, რა ჰიპოთეზები მქონდა პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზების შესახებ, როგორ განვსაზღვრე კვლევის ინსტრუმენტები და შერჩევის სტრატეგიები, რა სახითა და მეთოდოლოგიით მოვახდინე მონაცემთა შეგროვება და ანალიზი, ვისაუბრე ჩემს მიგნებებსა და დასკვნაზე. თერაპიის განხორციელების ეტაპზე, ინტერვენციების დაგეგმვა/შემუშავების, ინტერვენციის განხორციელებისა და შეფასების შესახებ, ასევე, კვლევის ანგარიშის წერის სტრუქტურის თავისებურებებზე. კვლევის ანგარიშის წარდგინების პერიოდში პედაგოგებს ჰქონდათ სხვადასხვა სახის კითხვა როგორც შინაარსობრივი, ასევე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიშის სტრუქტურასთან დაკავშირებით. დისკუსია გაიმართა საინტერესო და საქმიან ფორმატში.
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა რეფლექსიური პროცესია. ამიტომ წინამდებარე კვლევაზე მუშაობამ მომცა საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაში უფრო მეტად ჩაღრმავების საშუალება, რომლითაც სარგებელს ნახავენ ბავშვები და დაინტერესებული კოლეგა პედაგოგები. მიმაჩნია, რომ პედაგოგი, რომელიც მომავალ თაობას ზრდის უნდა იყოს პროგრესირებადი ადამიანი და აქტიურად ზრუნავდეს საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის სრულყოფასა და გაუმჯობესებაზე დროისა და მოთხოვნების შესაბამისად.
დანართი 1. კითხვარები:
სადისკუსიო ჯგუფების საქმიანობის შეფასება
სახელები.............................................................................................თარიღი....................
სადისკუსიო თემა:...............................................................................
შეფასების კრიტერიუმები
|
დიახ
|
არა
|
ზოგჯერ
|
დისკუსიის პროცესში ყველამონაწილეობდა და გამოთქვამდააზრს. კომუნიკაცია ინტერაქტიურიიყო.
| |||
ჯგუფი მეგობრული იყო, მონაწილეები ერთმანეთს მხარსუჭერდნენ.
| |||
ჯგუფის წევრები ხშირად სვამდნენშეკითხვებს აზრებისდასაზუსტებლად და დისკუსიისპროცესის სრულყოფისათვის.
| |||
დისკუსია ჯგუფში თემას არგასცილებია
|
თვითშეფასების რუბრიკა (1)
შეფასება
|
კარგი
|
შესაბამისი
|
შეუსაბამო
|
რამდენად შედეგიანი იყო ჯგუფის მუშაობა?
| |||
მითხარი, რა ისწავლე ჯგუფისგან ისეთი, რასაც ვერ ისწავლიდი მარტო?
| |||
მითხარი, რა ისწავლეს შენგან ჯგუფის წევრაბმა ისეთი, რასაც ვერ ისწავლიდნენ მარტო?
| |||
მიეცი ერთი რჩევა ჯგუფს, რომელიც გააუმჯობესებს ყველას სწავლას.
| |||
თვითშეფასების რუბრიკა (2)
კრიტერიუმები
|
ყოველთვის
|
ხანდახან
|
იშვიათად
|
არასდროს
|
დავალებისმოთხოვნასვპასუხობ ზუსტად
| ||||
მონაწილეობასვიღებ ზეპირ
პრეზენტაციებში
| ||||
ჩემს აზრს ღიად გამოვთქვამ
| ||||
ვცდილობ, არგუმენტირებულად ვისაუბრო
| ||||
აქტიურად ვარ ჩართული ჯგუფურ მუშაობაში
| ||||
განსხვავებულ აზრს ვითვალისწინებ
| ||||
ვიცავ დროის ლიმიტს
|
No comments:
Post a Comment