გაკვეთილის გეგმები -2


გაკვეთილის გეგმის ფორმა
 N 4
(17.04.2019)
მასწავლებლის სახელი , გვარი  :  დიდებაშვილი მარეხი
პირადი ნომერი:36001016931
საგანი : ქართული
სწავლებლის საფეხური/კლასი : მე-3
მოსწავლეთა რაოდენობა[1]: 6  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების  მქონე მოსწავლე არ გვყავს მაგრამ    კლასი ეთნიკური მრავალფეროვნებით  გამოირჩევა(ორი აზერბაიჯანელი და ერთი უკრაინელი) ენობრივი ბარიერის გამო ხანდახან მიწევს ტექსტის ადაპტირება და დავალებების მოდიფიცირება.


გაკვეთილის თემა:”რგორ გაჩნდა ღვინო”       (ქართული ხალხური ზღაპარი)

გაკვეთილის მიზანი:მოსწავლეები  მოისმენენ  და გაიაზრებენ მხატვრულ ტექსტს,ამოიცნობენ  პერსონაჟის  გრძნობებს ,ემოციებს ქცევებს  და გამოუმუშავდებათ პერსონაჟის  შეაფასების , საკუთარი  დამოკიდებულების გამოხატვის, კრიტიკული აზროვნების უნარი,გაიაქტიურებენ ნასწავლ ლექსიკურ ერთეულებს.
გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან

წარმოდგენილ გეგმაში გათვალისწინებულია მე-3 კლასის საგნობრივი პროგრამის მოთხოვნები. საგნის სპეციფიკის გათვალისწინებით   დაგეგმილი გაკვეთილი სრულად ფარავს ზეპირმეტყველების, წერისა და კითხვის მიმართულების  შესაბამის ინდიკატორებს. გაკვეთილის მიზანია, მოსწავლემ შეძლოს მოსმენილიტექსტის გაგება-გააზრება. ამ მიზნით მოსწავლეს რამდენჯერმე მოუწევს ტექსტთან მიბრუნება და შესაბამისი ადგილების ამოკითხვა.  იმუშავებს უცნობი ლექსიკური ერთეულების შესწავლაზე და შეძლებს მეტყველებაში  მათ ადეკვატურად გამოყენებას.   ისაუბრებს ნაწარმოების  პერსონაჟებზე,შეაფასებს მის საქციელს . წარმოდგენილი გაკვეთილის გეგმა  თანხვედრაშია  ეროვნული  სასწავლო გეგმის მოთხოვნებსა და  მითითებულ ინდიკატორებთან.



N
აქტივობის მიზანი და აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
(დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილება სასწავლო მიზანთან მიმართებით)
დრო (წთ)
1
·         საორგანიზაციო  საკითხების მოგვარება;
·         მისალმება,განწყობის  შექმნა;
·         გაკვეთილის თემისა და მიზნის  გაცნობა;
·         შეფასების  ფორმებისა  და კრიტერიუმების (რუბრიკების)  გაცნობა.

ვერბალური ახსნა
ვიზუალური თვალსაჩინოების გამოყენებით
საერთო საკლასო
ჟურნალი; შეფასების რუბრიკები;
2წთ
2
საშინაო დავალების ანალიზი.
მოსწავლეებიწარმოადგენენ საშინაო დავალებას. დავალებად მიცემული აქვთ „წერილი კოდალას.“   სურვილის მიხედვით წარმოადგენენ ნახატებსაც.


ვერბალური
ინდივიდუალური
მოსწავლის რვეული
5წთ
3
გონებრივი რუკა
წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით   მოსწავლეებს დაფაზე ვუკრავ ფორმატის ფურცელზე გამზადებულ გრაფიკულ  სქემას. სამიზნე თემა: „ღვინო“
ვთხოვ გაიხსენონ რა იციან თემასთან დაკავშირებით .


ვერბალური
საერთო საკლასო
ფორმატის ფურცელი,მარკერი
5
4
სიტყვების გამომძიებელი
ნაწარმოების წაკითხვამდე  მოსწავლეებს ვურიგებ წინასწარ გამზადებულ ცხრილს.ცხრილის პირველ  სვეტში ჩამოწერილია ისეთი  სიტყვები ტექტიდან ,რომლებიც სავარაუდოდ  უცნობი იქნება (დიდძალი,ლერწი, ჭაშნიკი ,მთელ ეზოს მოედო,  )
ცხრილის მეორე სვეტში მოსწავლეები წერენ  თითოეული  სიტყვის  სავარაუდო მნიშვნელობას.ტექსტის წაკითხვისას  კონტექსტით დადგენილ მნიშვნელობას  შეადარებენ  თავიანთ ვარაუდებს და გზადაგზა შეავსებენ ცხრილის მესამე სვეტს.
ამ აქტივობის გამოყენებით მოსწავლე იმდიდრებს  ლექსიკურ მარაგს ,ეჩვევა ვარაუდების გამოთქმას ,საწავლობს სიტყვის მნიშვნელობის  ამოცნობას კონტექსტის მიხედვით.


სიტყვა
მე ვფიქრობ
ტექსტში წერია




    


წერა

წყვილებში

ფორმატის ფურცელზე გამზადებული  ცხრილი თითოეული წყვილისთვის.

2
5


ტექსტის კითხვა
წავუკითხავ ტექსტს პაუზებით და გზადაგზა ვუხსნი ახალ სიტყვებს მოსწავლეთა დახმარებით.
მოთხრობის წაკითხვის შემდეგ  დავსვამ ფაქტობრივ ცოდნაზე ორიენტირებულ და გასაანალიზებელ კითხვებს.მოსწავლეები პასუხობენ  ტექსტის ამონარიდის  ამოკითხვით საჭიროების შემთხვევაში.
·         ვინ არის ზღაპრის მთავარი პერსონაჟი?
·         სად იზრდებოდა ვაზი?
·         რისთვის წამოიღო ის კაცმა  სახლში?
·         რატომ დარგო მეორე წელს   უფრო მეტი?
·         მარტო ჭამდა ნაყოფს?
·         რატომ დაწურა ყურძენი?
·         რაში მოათავსა წვენი?
·         როგორი კაცი ყოფილა?
·         რაზე დაიწყეს  ბჭობა?
მოსწავლეებს ვაფასებ   განმავითარებელი კომენტარით.




სამოდელო კითხვა
ტექსტთან ხელახალი მიბრუნება



საერთო საკლასო


მასწავლებლის  დამხმარე სახელმძღვანელო  ნ.გორდელაზე
თ.კუხიანიზე
ნ.ნაფეტვარიზე
თ.გაბისონია.



15
6
ხუთი კითხვის მეთოდი(ვინ?სად?როდის  რას შვრება რა ქნა?რატომ?)
მოსწავლეები ავსებენ  ხუთსვეტიან ცხრილს და თითოეულ სვეტში  წერენ დასმული კითხვის  შესაბამის  ინფორმაციას.ამ მეთოდით  მოსწავლეები იაზრებენ სიუჟეტურ  ხაზს ,სწავლობენ ინფორმაციის  გამოყოფა -დახარისხებას უვითარდებათ ანალიზის  უნარი

მოსწავლეები ავსებენ ცხრილს  და  აკეთებენ პრეზენტაცის.
ვინ/რა?
სად?
რას შვრება/რა ქნა?
როდის?
რატომ







წერა
საერთო საკლასო
ფლიპჩარტის  ქაღალდზე  დამზადებული ცხრილი
„შუქნიშანი“-ბარათები
5
7
პერსონაჟის რუკა (პერსონაჟის გარეგნობა, მოქმედებები, გრძნობები,ფიქრები,მიზნები)
მოსწავლეებს ვურიგებ  შესავსებ სქემას.მოსწავლეები იწყებენ სქემის შევსებას ,მუშაობისას რამდენჯერმე მიბრუნდებიან  ტექსტს ,ეძებენ და  აკვირედებიან  პერსონაჟის დამახიათებელ  ადგილებს. მოსწავლეები წარმოადგენენ თავიანთ ნამუშევრებს განიხილავენ  და ტექსტის მოშველიებით მუშაობენ დაზუსტება -დახვეწაზე.
 ეს აქტივობა ხელს უწყობს    პერსონაჟის მიმართ  დამოკიდებულების  გამოხატვის და არგუმენტირების უნარების განვითარებას.
წერა
მსჯელობა
ინდივიდუალური
პლაკატი“ პერსონაჟის რუკა“
წებოვანი ფურცლები
6
8
გაკვეთილის შეჯამება გასასვლელი ბარათებით.

წერა
ინდივიდუალური
ბარათი ყველა მოსწავლისათვის
2
9
თვითშეფასება/ურთიერთშეფასება.
მოსწავლეები   მთელი საგაკვეთილო პროცესის  განმავლობაში ფასდებიან განმავითარებელი კომენტარით. გაკვეთილის განმავლობაში მასწავლებელი აკეთებს ჩანაწერებს წინასწარ მომზადებულ შეფასები სრუბრიკაში. რუბრიკებს იცნობენმოსწავლეები.
არაფორმალური
დაკვირვება  და შემთხვევების
ჩანიშვნები.

"სენდვიჩის მეთოდი"მოსწავლეთა განმავითარებელი შეფასების დროს.
ინდივიდუალური/
შერჩევით
შეფასების რუბრიკები,
ჩანაწერები
3


გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები :
ქართ.დაწყ.(I).7.მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა და გაგება-გააზრება; ამოიცნობს ტექსტის თემას, წვდება დედააზრს (მთავარ იდეას);
მოსწავლე
Ø  ტექსტში ეძებს და პოულობს კონკრეტულ ინფორმაციას (როდის, სად, რამდენი, როგორი, რამდენ ხანს, რამდენჯერ და სხვ.);
Ø  აკავშირებს ერთმანეთთან ექსპლიციტურად მოცემულ ფაქტებს, მოვლენებს, მოქმედებებს;
ამოიცნობს ტექსტში მოცემულ სხვადასხვა ინფორმაციას შორის არსებულ  მიზეზშედეგობრივ კავშირებს, გამოაქვს სათანადო დასკვნა;

Ø  საკუთარი სიტყვებით გადმოსცემს ტექსტის შინაარსს, ტექსტის ცალკეული მონაკვეთის არსებით ინფორმაციას;
განსაზღვრავს მოქმედებათა დროსა და ადგილს;
ამოიცნობს პერსონაჟების მოქმედებებს, გრძნობებს, ემოციებს;
 ქართ.დაწყ.(I).9.მოსწავლემ უნდა შეძლოს წაკითხული ტექსტის მიმართ პირადი დამოკიდებულებისგამოხატვა და ახსნა; ტექსტის თემის და/ან მასში განხილული კონკრეტული საკითხების შეფასება.
Ø  ასახელებს ნაწარმოების გმირების მოქმედების მოტივს (რატომ მოიქცა ასე) და აფასებს მათს საქციელს;

Ø  ქართ.დაწყ.(I).12.მოსწავლემ უნდა შეძლოს კითხვის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად
Ø  .ცდილობს უცნობი სიტყვების ახსნას კონტექსტის გათვალისწინებით;
Ø   განსაზღვრავს და პოულობს ტექსტის იმ მონაკვეთს, რომელსაც უნდა მიუბრუნდეს პასუხის დასაზუსტებლად;







შეფასება :

მოსწავლის შეფასების კომპონენტები და კრიტერიუმები:

შეფასების კომპონემტები
დაბალი
საშუალო
კარგი
ბრწყინვალე
გაკვეთილზე ჩართულობა
არ ერთვება გაკვეთილში; არ მონაწილეობს აქტივობებში.
ზოგჯერ მონაწილეობს აქტივობებში; ხშირად სჭირდება შეხსენება.
თითქმის ყოველთვის აქტიურად მონაწილეობს საკლასო აქტივობებში.
ყოველთვის აქტიურად მონაწილეობს საკლასო აქტივობებში, იჩენს ინიციატივას.
ტექსტის გაგება- გააზრება
არ ერთვება ზეპირ ინტერაქციაში.
 ვერ ახერხებს ტექსტის გაგება- გააზრებას.
ერთვება ტექსტის გაგება- გააზრებაში.
აქტიურად ერთვება ტექსტის გაგება- გააზრებაში.
ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობა
 მოსწავლე არ ავლენს სურვილს განმარტოს ლექსიკური ერთეულები.
ვერ განმარტავს უცნობ ლექსიკურ ერთეულებს.
ცდილობს განმარტოს ახალი ლექსიკური ერთეულები.
განმარტავს ლექსიკურ ერთეულებს და აქვს მდიდარი ლექსიკური მარაგი.
წერის უნარი
არ ავლენს წერის სურვილს.
ვერ  ადგენს სიტყვებს შორის შესაბამისობას.
ადგენს სიტყვებს შორის შესაბამისობებს.
თამამად წერს და ადგენს სიტყვებს შორის შესაბამისობას.








წერილის დაწერა

კრიტერიმები
შეესაბამება
ნაკლებად შეესაბამება
არ შესაბამება
რეკომენდაცია
ადეკვატურად იყენებს წერილის სტრუქტურულ ელემენტებს(მიმართვა მისალმება,ძირითადი ნაწილი დამშვიდობება)




სათქმელს აყალიბებს გასაგებად და თანმიმდევრულად




გამოხატავს საკუთარ თვალსაზრისს,დამოკიდებულებას




იცავს ამ ტიპის ნაწერისთვის  დამახასიათებელ ენობრივ სტილს




იცავს მართლწერის საბაზისო ნორმებს






მასწავლებლის  თვითშეფასებისსქემა


კრიტერიუმი
შეფასება(1,2,3)/კომენტარი
1
 მოსწავლეებიიყვნეჩართულებისაგაკვეთილოპროცესში;

2
გაკვეთილზემოსწავლეებიყურადღებითმისმენდნენ;

3
მივეცისაშუალებამოსწავლეებსგამოეთქვათსაკუთარიმოსაზრებები.

4
საკმარისიმასალამქონდამოგროვილიახალიმასალისასახსნელად;

5
სწორადგადავანაწილედროგაკვეთილისმსვლელობისას 

6
სწორადმქონდაშერჩეულიაქტივობებიდმეთოდებისაგაკვეთილოპროცესში;


  


ხელმოწერა : მარეხი  დიდებაშვილი
თარიღი : 17.04.2018




 გაკვეთილის გეგმის ფორმა

 N 5
(18.04.2019)
მასწავლებლის სახელი , გვარი  :  დიდებაშვილი მარეხი
პირადი ნომერი:36001016931
საგანი : ქართული
სწავლებლის საფეხური/კლასი : მე-3
მოსწავლეთა რაოდენობა[1]:სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების  მქონე მოსწავლე არ გვყავს მაგრამ    კლასი ეთნიკური მრავალფეროვნებით გამოირჩევა(ორი აზერბაიჯანელი და ერთი უკრაინელი) ენობრივი ბარიერის გამო ხანდახან  მიწევს  ტექსტის ადაპტირება და დავალებების მოდიფიცირება.

გაკვეთილის თემა: „როგორ გაჩნდა ღვინო“ (ქართული ხალხური ზღაპარი)

გაკვეთილის მიზანი:მოსწავლეები  მოისმენენ  და გაიაზრებენ მხატვრულ ტექსტს,ამოიცნობენ  პერსონაჟის  გრძნობებს ,ემოციებს ქცევებს  და გამოუმუშავდებათ პერსონაჟის  შეაფასების , საკუთარი  დამოკიდებულების გამოხატვის, კრიტიკული აზროვნების უნარი,გაიაქტიურებენ ნასწავლ ლექსიკურ ერთეულებს.ნახავენ  შესაბამისი თემატიკის ანიმაციურ ფილმს  და  მოახდენენ  შედარებას.

გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან

წარმოდგენილ გეგმაში გათვალისწინებულია მე-3 კლასის საგნობრივი პროგრამის მოთხოვნები. საგნის სპეციფიკის გათვალისწინებით   დაგეგმილი გაკვეთილი სრულად ფარავს ზეპირმეტყველების, წერისა და კითხვის მიმართულების  შესაბამის ინდიკატორებს. გაკვეთილის მიზანია, მოსწავლემ შეძლოს მოსმენილიტექსტის გაგება-გააზრება. ამ მიზნით მოსწავლეს რამდენჯერმე მოუწევს ტექსტთან მიბრუნება და შესაბამისი ადგილების ამოკითხვა.  იმუშავებს უცნობი ლექსიკური ერთეულების შესწავლაზე და შეძლებს მეტყველებაში  მათ ადეკვატურად გამოყენებას.   ისაუბრებს ნაწარმოების  პერსონაჟებზე,შეაფასებს მის საქციელს . წარმოდგენილი გაკვეთილის გეგმა  თანხვედრაშია  ეროვნული  სასწავლო გეგმის მოთხოვნებსა და  მითითებულ ინდიკატორებთან.



N
აქტივობის მიზანი და აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
(დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილება სასწავლო მიზანთან მიმართებით)
დრო (წთ)
1
·         საორგანიზაციო  საკითხების მოგვარება;
·         მისალმება,განწყობის  შექმნა;
·         გაკვეთილის თემისა და მიზნის  გაცნობა;
·         შეფასების  ფორმებისა  და კრიტერიუმების (რუბრიკების)  გაცნობა.

ვერბალური ახსნა

საერთო საკლასო
ჟურნალი; შეფასების რუბრიკები
2წთ
2
წინარე ცოდნის გააქტიურება
მოსწავლლეებს ვაჩვენებ პროგრამა  powerpoint-ში აწყობილი სლაიდშოუს.

მოსწავლეები ამოიცნობენ და  ასახელებენ  საგნებს.
ამ აქტივობით ისინი გაიხსენებენ წინა გაკვეთილზე  შესწავლილ  მასალას და ლექსიკურ ერთეულებს.ვიზუალურად ნანახს კი უფრო მეტად იმახსოვრებენ.
ვერბალური ახსნა
ვიზუალური თვალსაჩინოების გამოყენებით
საერთო საკლასო
პროგრამა  powerpoint-ში აწყობილი სლაიდშოუ.
პროექტორი, კომპიუტერი
3
3
ტექსტის კითხვა
წავუკითხავ ტექსტს პაუზებით და გზადაგზა ვუხსნი ახალ სიტყვებს მოსწავლეთა დახმარებით.
მოთხრობის წაკითხვის შემდეგ  დავსვამ ფაქტობრივ ცოდნაზე ორიენტირებულ და გასაანალიზებელ კითხვებს.მოსწავლეები პასუხობენ  ტექსტის ამონარიდის  ამოკითხვით საჭიროების შემთხვევაში.
·         რომელი ახალი პერსონაჟები გამოჩნდნენ ?
·         რა ემართება ადამიანს სამი ჭიქის დალევის შემდეგ?
·         რომელ ცხოველს ემსგავსება  ხუთი ჭიქის შემდეგ?
·         რა თვისება  დაანათლა ჭრიჭინამ?
·         რამდენი ფიალის შემდეგ   იღრინება ძაღლივით ადამიანი?
·         რა  თვისება დაანათლა ბატმა?
·         როდის იწყებს  ღრუტუნს და ტალახში გორაობას ადამიანი?
·         რომელმა ცხოველმა დაანათლა ეს თვისება?
·         ვისი  სახელი დაერქვა  ღვინოს?
·         თქვენი აზრით  კარგად შეურჩია მეზღაპრემ  ფრინველ -ცხოველებს  თვისებები?
·         ღვინის დალევისას ადამიანი თანდათან სხვადასხვა თვისებას იძენს,შეაფასეთ რომელია ამთგან მოსაწონი და რომელი არა?
·         რომელი თვისებაა თქვენთვის მოსაწონი ?რატომ?
·         რომელი არ მოგწონთ და რატომ?
·         რას გვასწავლის ეს ზღაპარი?

 მოსწავლეებს ვაძლევ განმავითარებელ კომენტარს.


სამოდელო კითხვა
ურთიერთსწავლების  მეთოდი

ჩუმი კითხვის  მეთოდი

კითხვა-პასუხის მეთოდი




საერთო საკლასო
ტექსტი
15
4
შესაბამისობის დამყარება

კლასს ვყოფ ორ ჯგუფად და
ვ ურიგებს წინასწარ გამზადებულ  პერსონაჟების  სურათებს და ტექსტებს.  მოსწავლეები  აკავშირებენ ტექსტს შესაბამის ილუსტრაციასთან   წარუდგენენ კლასს. ახდენენ  ურთიერთშეფასებას.


კითხვა.
ჯგუფური
წინასწარ გამზადებული სურათები და ბარათები  ტექსტიდან  ამონარიდებით.
5
5
 თემის უკეთ გააზრების მიზნით მოსწავლეებს ვაჩვენებ  მსგავს თემატიკაზე  შექმნილ ანიმაციურ ფილმს .

ვიზუალური  თვალსაჩინოება

საერთო საკლასო
ანიმაციური ფილმის ლინკი
4

6


.მოსწავლეები ახდენენ   ზღაპრისა და ფილმის შედარებას .ერთი ჯგუფი მუშაობს მსგავსებაზე მეორე-განსხვავებაზე.ახდენენ  ნამუშევრის პრეზენტაციას.ეს აქტივობა ხელს უწყობს მოსწავლეებში შედარების,ანალიზის და საკუთარი აზრის გამოხატვის უნარებს.

მულტფილმის და ზღაპრის მსგავსება
მულტფილმის და ზღაპრის განსხვავება



წერა



ჯგუფური


რვეული,კალამი დაფა ცარცი
თაბახის  ფურცელზე გამზადებული ცხრილი  .


10
7

თვითშეფასება/ურთიერთშეფასება.
მოსწავლეები   მთელი საგაკვეთილო პროცესის  განმავლობაში ფასდებიან განმავითარებელი კომენტარით. გაკვეთილის განმავლობაში მასწავლებელი აკეთებს ჩანაწერებს წინასწარ მომზადებულ შეფასებისრუბრიკაში. რუბრიკებს იცნობენმოსწავლეები. მოსწავლეები შეფასდებიან  იმის მიხედვით თუ რამდენად სათანადოდ  შეძლეს  მოსმენილი ტექსტის გაგება-გააზრება.
არაფორმალური დაკვირვება და შემთხვევების ჩანიშვნები
„სენდვიჩის  მეთოდი“მოსწავლეთა განმავითარებელი შეფასების დროს.
ინდივიდუალური
შერჩევით
შეფასების რუბრიკები ჩანაწერები
3
8
გასასვლელი ბარათები
მოსწავლეები ავსებენ  ბარათებს   აკრავენ  დაფაზე.
„რა მასწავლა ზღაპარმა?“
წერა
ინდივიდუალური
წებოვანი ფურცლები
3
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები : ქართ.დაწყ.(I).7.მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა და გაგება-გააზრება;ტექსტში ვერბალური და არავერბალური ფორმით მოწოდებული ინფორმაციის (მაგ., ილუსტრაციისა და ტექსტის) ურთიერთადაკავშირება.

Ø  საკუთარი სიტყვებით გადმოსცემს  ტექსტის ცალკეული მონაკვეთის არსებით ინფორმაციას;
Ø  განსაზღვრავს მოქმედებათა დროსა და ადგილს;
Ø  განსაზღვრავს, რა იცის / რა არ იცის ცალკეულმა პერსონაჟმა;
Ø  ამოიცნობს პერსონაჟების მოქმედებებს, გრძნობებს, ემოციებს;
ამოიცნობს, რა ტიპის ურთიერთობა აქვთ პერსონაჟებს ერთმანეთთან (ნათესაური, მტრული, მეგობრული და სხვ.);
ქართ.დაწყ.(I).9.მოსწავლემ უნდა შეძლოს წაკითხული ტექსტის მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა; ტექსტის თემის და/ან მასში განხილული კონკრეტული საკითხების შეფასება.
Ø  ასახელებს მულტფილმებს, სურათებს, ნახატებს, მოსმენილ და წაკითხულ ნაწარმოებებს, რომლებიც გაახსენდა ტექსტის კითხვის დროს; მსჯელობს მათ შორის მსგავსება-განსხვავებაზე.
მოსწავლე:
Ø  გამოხატავს წაკითხული ტექსტით აღძრულ ემოციებს, განცდებს;გამოცდილებასთან და გამოაქვს დასკვნა;
Ø  ასახელებს საყვარელ პერსონაჟს და ხსნის საკუთარ არჩევანს;
Ø  ასახელებს ნაწარმოების გმირების მოქმედების მოტივს (რატომ მოიქცა ასე) და აფასებს მათს საქციელს;

შეფასება : მოსწავლის შეფასების კომპონენტები და კრიტერიუმები:

შეფასების კომპონემტები
დაბალი
საშუალო
კარგი
ბრწყინვალე
გაკვეთილზე ჩართულობა
არ ერთვება გაკვეთილში; არ მონაწილეობს აქტივობებში.
ზოგჯერ მონაწილეობს აქტივობებში; ხშირად სჭირდება შეხსენება.
თითქმის ყოველთვის აქტიურად მონაწილეობს საკლასო აქტივობებში.
ყოველთვის აქტიურად მონაწილეობს საკლასო აქტივობებში; იჩენს ინიციატივას.
ტექსტის გაგება- გააზრება
არ ერთვება ზეპირ ინტერაქციაში.
 ვერ ახერხებს ტექსტის გაგება- გააზრებას,ვერ ახასიათებს პერსონაჟს.
ერთვება ტექსტის გაგება- გააზრებაში.ახასიათებს პერსონაჟს. მსჯელობს.
აქტიურად ერთვება ტექსტის გაგება- გააზრებაში.ახასიათებს პერსონაჯს,აფასებს მის ქცევას და გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას.მსჯელობს არგუმენტებით.
ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობა
 მოსწავლე არ ავლენს სურვილს განმარტოს სიტყვები.
ვერ განმარტავს უცნობ ლექსიკურ ერთეულებს.
ცდილობს განმარტოს ახალი ლექსიკური ერთეულები.
განმარტავს ლექსიკურ ერთეულებს და აქვს მდიდარი ლექსიკური მარაგი.
წერის უნარი
არ ავლენს წერის სურვილს.
ვერ  ადგენს სიტყვებსშორის შესაბამისობას.
ადგენს სიტყვებს შორის შესაბამისობებს.
თამამად წერს და ადგენს სიტყვებს შორის შესაბამისობას.





ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
იშვიათად
ხშირად
ყოველთვის
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია ,უსმენენ ერთმანეთს და თანამშრომლობენ.



ჯგუფის პრეზენტაცია შეესაბამება მოთხოვნებს.



ჯგუფი იცავს დროის ლიმიტს.




მასწავლებლისთვითშეფასებისსქემა:


კრიტერიუმი
შეფასება(1,2,3)/კომენტარი
1
 მოსწავლეები იყვნენ ჩართულები  საგაკვეთილო  პროცესში;

2
გაკვეთილზე მოსწავლეები ყურადღებით მისმენდნენ;

3
საგაკვეთილო პროცესში ვასრულებდი ფასილიტაციას.

4
მოსწავლეებს მივეცი საშუალება,გამოეთქვათ საკუთარი  მოსაზრებები.

5
საკმარისი მასალა მქონდა  მოგროვილი ახალიმასალის  ასახსნელად;

6
სწორად  გადავანაწილე  დრო  გაკვეთილის  მსვლელობისას 

7
სწორად მქონდა შერჩეული აქტივობები და მეთოდები  საგაკვეთილო  პროცესში;


ხელმოწერა :მ.დიდებაშვილი.
თარიღი :18.04.2019წ























:









No comments:

Post a Comment