პურის გზა
მთიელები გამოირჩევიან სიდინჯით
,საოცარი ნიჭითა და იუმორით. ბედნიერებას,სიხარულს,ტკივილს,უბედურებას–ყველაფერს
ლექსად გამოთქვამენ.
პურის ცხობა
ჩვენს სოფელში განსაკუთრებული რიტუალია.პურს ფურნეში აცხობენ.
ფურნის ძირი და გვერდები ცეცხლგამძლე აგურითაა ამოშენებული.შუაგულში
თიხაა ჩატკეპნილი,რომელიც დიდხანს ინარჩუნებს სითბოს.მაღლიდან აქვს საკვამური,რომელიც
ცხობისას იკეტება ტემპერატურის შესანარჩუმებლად.ფურნე შეშით ხურდება.
ეს ფურნესთან სამუშაო იარღებია:ნიჩაბი,საწმენდი და საჩხრეკი.ჩამწვარი
ნაკვერჩხალი საჩხრეკით გამოაქვს გარეთ,სველი საწმენდით ასუფთავებენ ფურნის ძირს,ნიჩბით
ალაგებენ პურებს და უკეტავენ კარს.
პური გამოსაცხობად მზადაა.
20 წუთის შემდეგ ამ კარს რომ გამოხსნი ლამაზად დაბრაწული
პურები დაგხვდება
ფურნესთან
აუცილებლად გაშლიან სახელდახელო სუფრას,გატეხავენ პურს,აანთებენ სანთელს და მოიგონებენ
მიცვალებულებს.თუ მეზობლად ვინმე ავადმყოფია აუცილებლად გაუგზავნიან ცხელ პურს.
ვარცლი პლასტმასის ჯამმა შცვალა და ხაში საფუარმა
მოზელილ ცომს სანამ დააფარებენ ჯვარს გამოსახავენ და
უფალს შეევედრებიან „ლუკმას ნუ გამოგვილევო მოგვიანებით
კახელმა რძლებმა თონეც მოიტანეს „მზითევში“
სათონე ცომიც ჩვეულებრივი ტექნოლოგიით იზილება,თუმცა თონის ცომი უფრო სქელია თონე რომ
ჩაიწვება გუნდას იღებენ,მას სასურველი ფორმა ეძლევა.მისაკრავ მხარეს წყლით უსველებენ.
მასწავლებლის მცდელობაც წარმატებული აღმოჩნდა.
ასე გამოიყურება გამოცხობამდე
და დედას პურებიც მზადაა.
ყურშას ორმაგი მოლოდინი J გომბორული მკაცრი ზამთარი ამ თონის სითბომ გადაატანინა,ახლა
ცხელ პურს ელოდება.
მეფე მწიგნობარი
მე ვლაპარაკობ ქართულად
დაგვემშვიდობა ზაფხული
No comments:
Post a Comment