N 1
(15.04.2019)
მასწავლებლის სახელი , გვარი : დიდებაშვილი
მარეხი
პირადი ნომერი: 36001016931
საგანი : ქართული
სწავლებლის საფეხური/კლასი : მე-3
მოსწავლეთა რაოდენობა[1]: 6სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე
არ გვყავს მაგრამ კლასი ეთნიკური
მრავალფეროვნებით გამოირჩევა(ორი აზერბაიჯანელი
და ერთი უკრაინელი) და ენობრივი ბარიერის
გამო ხანდახან მიწევს ტექსტის ადაპტირება და დავალებების მოდიფიცირება.
გაკვეთილის თემა: ”ჩხიკვთა ქორწილი”
(ვაჟა -ფშაველას მიხედვით)
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები მოისმენენ და გაიაზრებენ მხატვრულ ტექსტს,ამოიცნობენ პერსონაჟის
გრძნობებს ,ემოციებს ქცევებს და გამოუმუშავდებათ
პერსონაჟის შეაფასების , საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვის, კრიტიკული აზროვნების
უნარი.
გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან
:
წარმოდგენილ გეგმაში გათვალისწინებულია
მე-3 კლასის საგნობრივი პროგრამის მოთხოვნები. საგნის სპეციფიკის გათვალისწინებით დაგეგმილი გაკვეთილი სრულად ფარავს ზეპირმეტყველების,
წერისა და კითხვის მიმართულების შესაბამის
ინდიკატორებს. გაკვეთილის მიზანია, მოსწავლემ შეძლოს მოსმენილიტექსტის გაგება-გააზრება.
ამ მიზნით მოსწავლეს რამდენჯერმე მოუწევს ტექსტთან მიბრუნება და შესაბამისი ადგილების
ამოკითხვა. . ისაუბრებს ნაწარმოების პერსონაჟებზე. წარმოდგენილი გაკვეთილის გეგმა თანხვედრაშია
ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებსა
და მითითებულ ინდიკატორებთან.
N
|
აქტივობის
მიზანი და აღწერა
|
გამოყენებული
მეთოდი/მეთოდები
|
კლასის
ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო
რესურსები
(დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების
მიზანშეწონილება სასწავლო მიზანთან მიმართებით)
|
დრო
(წთ)
|
||
1
|
·
საორგანიზაციო
საკითხების
მოგვარება;
·
მისალმება,განწყობის შექმნა;
·
გაკვეთილის
თემისა და მიზნის გაცნობა;
·
შეფასების ფორმებისა
და კრიტერიუმების (რუბრიკების)
გაცნობა.
|
ვერბალური ახსნა
ვიზუალური თვალსაჩინოების გამოყენებით
|
საერთო საკლასო
|
შეფასების რუბრიკები; ფლიპჩარტის
ფურცელი ,მარკერი.
|
2 წთ
|
||
2
|
წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით მოსწავლებს ვაჩვენებ პერსონაჟთა ჩამონათვალს
(ჩხიკვი ქეთევანი,ჩხიკვი ზაქარა,კოდალა,სტუმარი
ფრინველები,სტუმარი ყვავილები) .მათ უნდა
გამოიცნონ რომელი პერსონაჟია გამოტოვებული.
შემდეგ პასუხობენ კითხვებს:
·
სად ხდება მოქმედება?
·
ვინ დალოცა მეფე -დედოფალი?
·
რა მიართვა კოდალამ მეფე -დედოფალს ძღვნად?
·
როგორ მოიპოვა
მან ეს საჩუქარი?
·
|
კითხვა - პასუხი
|
საერთო საკლასო
|
ბარათები „შუქნიშანი“,
|
4
|
||
3
|
ტექსტის
კითხვა:
წავუკითხავ ტექსტს პაუზებით და გზადაგზა ვუხსნი ახალ
სიტყვებს მოსწავლეთა დახმარებით.
მოთხრობის წაკითხვის შემდეგ დავსვამ ფაქტობრივ ცოდნაზე ორიენტირებულ და გასაანალიზებელ
კითხვებს.მოსწავლეები პასუხობენ ტექსტის
ამონარიდის ამოკითხვით.
·
ვინ აირჩიეს თამადად?
·
რომელი ახალი პერსონაჟი გამოჩნდა?
·
მთავარი პერსონაჟია
თუ არამთავარი?
·
როგორ შეხვდნენ მას ფრინველები?
·
რა უყვარდა თაგვს?
·
რომელი სიტყვებით გამოხატა
წრუწუნამ თხილის სიყვარული?
·
ამჯერად რით დაგვამახსოვრა
თავი კოდალამ?
·
მოგეწონათ მისი საქციელი?
·
რატომ?
·
როგორ ფიქრობთ წრუწუნას
ეწყინა კოდალას ასეთი ქცევა?
·
როგორ განწყობაზე დააყენა
თაგვმა სუფრის წევრები?
|
პაუზებით კითხვა
კითხვა -პასუხი
|
ქართული ენის სახელმძღვანელო (ნ.გორდელაძე.თ.კუხიანიძე)
ადაპტირებული ტექსტი აზერბაიჯანელი
მოსწავლეებისთვის
|
17
|
|||
4
|
„5+1“ კითხვა
მოსწავლეებს ვურიგებ წინასწარ გამზადებულ ექვს სვეტიან ცხრილს კითხვებით(ვინ/რა?სად?რას
შვრება/რა ქნა?როდის?რატომ? როგორ?) მოსწავლეები ავსებენ ცხრილს.
ამ აქტივობით მოსწავლეები იაზრებენ
ნაწარმოების სიუჟეტურ ხაზს,ახარისხებენ ინფორმაციას და უვითარდებათ ანალიზის უნარი
|
წერის მეთოდი
|
ჯგუფური
|
თაბახის ფურცელზე მომზადებული სქემა.
სქემა თან ერთვის გაკვეთილის
გეგმას
|
5
|
||
5
|
პრეზენტაცია
.მოსწავლეები ახდენენ ნამუშევრის
პრეზენტაცია.განსხვავებული აზრის შემთხვევაში
მსჯელობენ და მიდიან სწორ დასკვნამდე.
|
ვერბალური
|
ინდივიდუალური
|
2წთ
|
|||
6
|
პერსონაჟის დახასიათება
მოსწავლეებს
ვყოფ ორ ჯგუფად . მათ ეძლევათ შესავსებად
პერსონაჟის რუკა .ერთი ჯგუფი ახასიათებს კოდალს .მეორე წრუწუნას.
სქემის შევსებისას მოსწავლეები რამდენჯერმე მიუბრუნდებიან ტექსტს,ეძებენ და აკვირდებიან პერსონაჟის
დამახიასათებელ ადგილებს.
|
წერის მეთოდ
ტექსთან ხელახლა მიბრუნების მეთოდი.
|
ჯგუფური
|
სქემა „პერსონაჟის რუკა“
თან ერთვის გეგმას.
|
6
|
||
7
|
პრეზენტაცია
მოსწავლეები
მოახდენენ საკუთარი ნამუშევრის პრეზენტაციას და იმსჯელებენ რატომ აირჩიეს ესა თუ
ის თვისება.
|
ვერბალური
|
ინდივიდუალური
|
2
|
|||
8
|
შეჯამების ვარსკვლავი
ვარსკვლავის
თითო ქიმში იწერება თითო დავალება:
1.მოიფიქრე
ტექსტის ერთსიტყვიანი სათაური.
2გამოხატე
გრძნობები რომელიც გაგიჩნდა ტექსტის კითხვისას.
3.აღწერე
ტექსტში მოცემული გარემოებები
4.აღწერე
ტექსტში წამოჭრილი პრობლემა.
5.აღწერე
პრობლემის გადაჭრის გზა/გზები.
ამ
აქტივობით მოსწავლეებს უვითარდებათ ტექსტის მნიშვნელოვან ელემენტებზე ფოკუსირების,საკუთარ
გრძნობებზე დაკვირვების და ტექსტის მოკლედ შეჯამების უნარი.
|
წერა
|
მთელ კლასთან
|
ფლირჩატზე გამზადებული სქემა.მარკერი
|
4
|
||
9
|
თვითშეფასება/ურთიერთშეფასება.
მოსწავლეები აფასებენ გაკვეთილს და ჩატარებულ სამუშაოს. ისინი პასუხობენ მასწავლებლის შეკითხვებს: „საინტერესო იყო თუ არა ტექსტი და მასზე მუშაობა? რატომ?“; „რომელი აქტივობა მოგეწონათ ყველაზე მეტად და რატომ?“ რაში და როგორ გამოიყენებენ დღეს მიღებულ ცოდნას ? მოსწავლეების მიერ გამოთქმული მოსაზრებების მოსმენის შემდეგ მასწავლებელი, მოსწავლეთა ყურადღებას წარმართავს კრიტერიუმთა ჩამონათვალისაკენ. თან უსვამს შეკითხვებს
: წავიკითხეთ ტექსტი და ვუპასუხეთ კითხვებს?
დავახასიათეთ პერსონაჟი? პასუხების მოსმენის შემდეგ მასწავლებელი შეაფასებს მოსწავლეებს
.ისინი ფასდებიან განმავითარებელი შეფასებით.
გაკვეთილის განმავლობაში მასწავლებელი აკეთებს ჩანაწერებს წინასწარ მომზადებულ შეფასების რუბრიკაში. რუბრიკებს იცნობენ მოსწავლეები.
|
არაფორმალური დაკვირვება და შემთხვევების ჩანიშვნები.
„სენდვიჩის მეთოდი“
მოსწავლეთა სიტყვიერი შეფასების დროს
|
ინდივიდ/შერჩევით
|
შეფასების რუბრიკები;ჩანაწერები
|
3
|
||
გაკვეთილის
ბოლოს მისაღწევი შედეგები :
ქართ.დაწყ.(I).7.მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით
განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა და გაგება-გააზრება;
|
Ø
საკუთარი სიტყვებით გადმოსცემს ტექსტის ცალკეული მონაკვეთის არსებით ინფორმაციას;
Ø
განსაზღვრავს მოქმედებათა დროსა და ადგილს;
Ø ამოიცნობს პერსონაჟების მოქმედებებს, გრძნობებს,
ემოციებს;
Ø ამოიცნობს, რა ტიპის ურთიერთობა აქვთ პერსონაჟებს
ერთმანეთთან (ნათესაური, მტრული, მეგობრული და სხვ.);
ქართ.დაწყ.(I).9.მოსწავლემ
უნდა შეძლოს წაკითხული ტექსტის მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა;
ტექსტის თემის და/ან მასში განხილული კონკრეტული საკითხების შეფასება.
მოსწავლე:
Ø გამოხატავს წაკითხული ტექსტით აღძრულ ემოციებს, განცდებს;გამოცდილებასთან
და გამოაქვს დასკვნა;
Ø ასახელებს საყვარელ პერსონაჟს და ხსნის საკუთარ არჩევანს;
Ø ასახელებს ნაწარმოების გმირების მოქმედების მოტივს
(რატომ მოიქცა ასე) და აფასებს მათს საქციელს;
შეფასება :
მოსწავლის შეფასების კომპონენტები და კრიტერიუმები:
შეფასების კომპონემტები
|
დაბალი
|
საშუალო
|
კარგი
|
ბრწყინვალე
|
გაკვეთილზე ჩართულობა
|
არ ერთვება გაკვეთილში; არ მონაწილეობს აქტივობებში.
|
ზოგჯერ მონაწილეობს აქტივობებში; ხშირად სჭირდება შეხსენება.
|
თითქმის ყოველთვის აქტიურად მონაწილეობს საკლასო აქტივობებში.
|
ყოველთვის აქტიურად მონაწილეობს საკლასო აქტივობებში; იჩენს ინიციატივას.
|
ტექსტის გაგება- გააზრება
|
არ ერთვება ზეპირ ინტერაქციაში.
|
ვერ ახერხებს ტექსტის გაგება-
გააზრებას,ვერ ახასიათებს პერსონაჟს.
|
ერთვება ტექსტის გაგება- გააზრებაში.ახასიათებს პერსონაჟს.
|
აქტიურად ერთვება ტექსტის გაგება- გააზრებაში.ახასიათებს პერსონაჯს,აფასებს
მის ქცევას და გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას.
|
წერის უნარი
|
არ ავლენს წერის სურვილს.
|
ვერ ადგენს სიტყვებსშორის შესაბამისობას.
|
ადგენს სიტყვებს შორის შესაბამისობებს.
|
თამამად წერს და ადგენს სიტყვებს შორის შესაბამისობას.
|
ჯგუფური მუშაობის შეფასების
რუბრიკა
კრიტერიუმები
|
იშვიათად
|
ხშირად
|
ყოველთვის
|
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია ,უსმენენ ერთმანეთს და თანამშრომლობენ.
|
|||
ჯგუფის პრეზენტაცია შეესაბამება მოთხოვნებს.
|
|||
ჯგუფი იცავს დროის ლიმიტს.
|
მასწავლებლისთვითშეფასებისსქემა:
კრიტერიუმი
|
შეფასება(1,2,3)/კომენტარი
|
|
1
|
მოსწავლეები იყვნენ ჩართულები საგაკვეთილო პროცესში;
|
|
2
|
გაკვეთილზე მოსწავლეები ყურადღებით მისმენდნენ;
|
|
3
|
საგაკვეთილო პროცესში ვასრულებდი ფასილიტაციას.
|
|
4
|
მოსწავლეებს მივეცი საშუალება,გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები.
|
|
5
|
საკმარისი მასალა მქონდა მოგროვილი ახალიმასალის ასახსნელად;
|
|
6
|
სწორად გადავანაწილე დრო გაკვეთილის მსვლელობისას
|
|
7
|
სწორად მქონდა შერჩეული აქტივობები და მეთოდები საგაკვეთილო პროცესში;
|
ხელმოწერა :მ.დიდებაშვილი.
თარიღი : 15.04.2019წ
დანართი 1 „5+1“ კითხვა
ვინ/რა?
|
სად?
|
რას შვრება?რა ქნა?
|
როდის?
|
რატომ?
|
როგორ?
|
დანართი 2
პერსონაჟის
რუკა
|
პერსონჟი
|
|
თვისება
|
|
თვისება
|
|
თვისება
|
|
დასაბუთება ტექსტიდან
|
|
დასაბთება ტექსტიდან
|
|
დასაბუთება ტექსტიდან
|
N2
(15.04.2019)
მასწავლებლის სახელი , გვარი : დიდებაშვილი
მარეხი
პირადი ნომერი:36001016931
საგანი : ქართული
სწავლებლის საფეხური/კლასი : მე-3
მოსწავლეთა რაოდენობა[1]: 6
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე არ გვყავს მაგრამ კლასი ეთნიკური
მრავალფეროვნებით გამოირჩევა(ორი აზერბაიჯანელი
და ერთი უკრაინელი) და ენობრივი ბარიერის
გამო ხანდახან მიწევსტექსტის ადაპტირება და დავალებების მოდიფიცირება.
გაკვეთილის თემა:ვაჟა-ფშაველას „ჩხიკვთა ქორწილი“
გაკვეთილის მიზანი :მოსწავლეები ტექსტის აბზაცბეში
გამოყოფენ მთავარ და არამთავარ ინფორმაციას,ამოიცნობენ პერსონაჟის ქცევის მამოტივირებელ ფაქტორებს ,სხვადასხვა კონტექსტში
გამოიყენებენ ნასწავლ სიტყვებს.
გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან
ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების დროს მე-3 კლასში ზეპირმეტყველების უნარების განვითარებას სისტემური და თანმიმდევრული ხასიათი აქვს. მოსმენილის ზეპირად გადმოცემა/თხრობა, მასზე აზრის გამოთქმა, პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და სხვა ხელს უწყობს გაგება-გააზრების პროცესებს.
სწავლების პროცესში მოსმენილი ტექსტობრივი მასალის ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებებისა და შესწავლილი სიტყვების აქტიურად გამოყენებით კი თანდათანობით მდიდრდება მოსწავლეთა ლექსიკური მარაგი,იხვეწება და ყალიბდება მათი მეტყველების კულტურა. სწორედ ამიტომ ავიღე მიზნად ტესტის წაკითხვა და გაგება-გააზრება. ასევე ლექსიკური მარაგის გამდიდრება. აღნიშნული მიზანი კი ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას.
N
|
აქტივობის
მიზანი და აღწერა
|
გამოყენებული
მეთოდი/მეთოდები
|
კლასის
ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო
რესურსები
(დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილება სასწავლო მიზანთან
მიმართებით)
|
დრო
(წთ)
|
||
1
|
გაკვეთილის მიზნისა და შეფასების პრინციპების გაცნობა
მოსწავლეებს ვაცნობს გაკვეთილის მიზანს, ვესაუბრები ასევე თუ რა მეთოდებსა და რესურსებს გამოვიყენებთ მიზნის მისაღწევად; აცნობს აქტივობებს, მოსწავლის შეფასების რუბრიკასა და შეფასების ფორმებს. მასწავლებელი ისმენს მოსწავლეთა მოსაზრებებს და უსვამს ხაზს, რომ უნდა ვიყოთ ძალიან ყურადღებით, მოვუსმინოთ ერთმანეთს. მოსწავლეები გაიხსენებენ ქცევის წესებს
|
ვერბალური
|
საერთო საკლასო
|
ფლიპჩარტზე ჩამოწერილი აქტივობები, რომელსაც მასწავლებელი დააანონსებს მოსწავლეებისთვის. ამიტომმოსწავლეებს ექნებათ მზაობა წინასწარ იცოდნენ, რა აქტივობები იგეგმება. ადვილად განეწყობიან ერთი აქტივობიდან მეორეზე
|
3
|
||
2
|
ლექსიკური ერთეულების
გააქტიურება აქტივობა“გვირილა“
გვირილის ფორმის ფერად ფურცლებზე
დაწერილი მაქვს თვისებები(გაბედული,მხიარული,მომთმენი,
გაბუტული,გაბრაზებული,წიგნიერი,თავმომწონე
ლაღი,დამყოლი,თხილის
მოყვარული,კეთილი,მომღერალი,მოცეკვავე).
მოსწავლეები არჩევენ
წრუწუნას შესაბამის თვისებას და ვაწყობთ გვირილას.
·
რომელი კითხვა დაესმის
ყველა ამ სიტყვას.?
·
შემდეგ ასახელებენ ამ სიტყვების საპირისპირო
სიტყვებს .
|
ვერბალური
ვიზუალიზაცია
|
ჯგუფური
|
ფერადი
ფურცლები,წებო
|
6
|
||
3
|
წაკითხვა და დასათაურება.
მოსწავლეებს, ვთხოვ ტექსტის წაკითხვას(.ტექსტი წინასწარ მაქვს აბზაცებად დაყოფილი) მოსწავლეები კითხულობენ ტექსტს ხმამაღლა, გაგრძელებებით. მასწავლებელი გამოსაძახებელი ჩხირების საშუალებით იძახებს მოსწავლეს, რომელიც იწყებს კითხვას. გაუგებარ სიტყვას ინიშნავენ ,თითოეული ნაწილის წაკითხვის
შემდეგ არქმევენ სათაურს ,მოსაწონი სათაურს
ვწერ დაფაზე მოსწავლეები იწერენ რვეულში.
|
ტექსტის
კითხვა
ტექსთან
ხელახლა მიბრუნების მეთოდი
წერა
|
ინდივიდუალური
.საერთო საკალსო
|
ტექსტი
ნაბეჭდი.
გამოსაძახებელი
ჩხირები.
|
15
|
||
4
|
დაკარგული სიტყვები
ტექსტის გამთლიანება
თითოეული მოსწავლისთვის
გამზადებული მაქვს თითო წინადადება შესწავლილი ტექსტიდან. წინადადებეში გამოტოვებული ახალი ლექსიკური ერთეულები, მათ უნდა შარჩიონ და ჩასვან კონტექსტისთვის შესაფერისი სიტყვა. .ამ აქტივობით უკეთ დაიმახსოვრებენ და განიმტკიცებენ ახალ ლექსიკურ ერთეულებს. თითოეული მათგანი კითხულობს
თავის წინადადებას . თანხმდებიან წინადადებების თანმიმდევრობაზ და ამთლიანებენ
ტექსტს და კითხულობენ.
|
წერა.
|
ინდივიდუალური
საერთო
საკლასო
|
.ფერად ფურცლებზე გამზადებული წინადადებები
|
6
|
||
5
|
სიტყვის პირამიდა
მოსწავლეებს ვურიგებ წინასწარ
გამზადებულ სქემას.
პირამიდის წვერზე წერია სამიზნე
სიტყვა/გამოთქმა(ღვინო მოეკიდა,ყურები გამოუჭედა ,მუცლები ხელით ეჭირათ.)სიტყვის
ქვეშ მოსწავლეები წერენ განმარტებას .შემდეგ ადგენენ წინადადებას ამ სიტყვის გამოყენებით.
ამ აქტივობის მეშვეობით მოსწავლე განმარტავს ხატოვან გამონათქვამს ,ივითარებს ახალი
ლექსიკური ერთეულის პრაქტიკულად გამოყენების ჩვევას.
|
წერა
|
წყვილებში
|
სქემა
,კალამი სქემა თან ერთვის გეგმას.
|
4
|
||
6
|
ნამუშევრის პრენტაცია
მოსწავლეები აცნობენ კლასს თავის ნამუშევარს.მსჯელობენ ,განიხილავენ
სხვა ვარიანტებს თანხმდებიან.
|
ვერბალური
|
ინდივიდუალური
|
3
|
|||
7
|
დიორამა
ამ
მეთოდის გამოყენებით მოსწავლეებს უვითარდებათ
გაგება -გააზრების,წარმოსსახვის და დაკვირვების და აღმოჩენის უნარები.
მოსწავლეები მსჯელობენ რომელი ახალი დეტალი/პერსონაჟი მიამატონ წინა გაკვეთილზე
დამზადებულ“ დიორამას“. საჭიეოების შემთხვევაში ვაძლევ მითითებას .დავალებას ინაწილებენ
შესაძლებლობების მიხედვით. და მსჯელობენ თითოეულ დეტალზე.
|
ვიზუალური
|
ჯგუფური
|
წინა
გაკვეთილზე დამზადებული დიორამა. პლასტილინი
ფერადი
ძაფები
|
5
|
||
8
|
გაკვეთილის შეჯამება მოსწავლეთა შეფასება.მოსწავლეები ფასდებიან განმავითარებელი შეფასებებით.გაკვეთილის
განმავლობაში ვაკვირდები მოსწავლეებს და ვაკეთებ ჩანაწერებს
წინასწარ მომზადებულ შეფასების რუბრიკაში.რუბრიკებს
იცნობენ მოსწავლეები. მოსწავლეები ერთმანეთს აფასებენ
ურთიერთშეფასების მათთვის ნაცნობი
ფორმით.
|
არაფორმალური დაკვირვება და შემთხვევების ჩანიშვნები.
„სენდვიჩის მეთოდი“
მოსწავლეთა სიტყვიერი შეფასების დროს
|
ინდივიდ/შერჩევით
|
შეფასების რუბრიკები;ჩანაწერები
|
3
|
||
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები :
ქართ.დაწყ.(I).11. მოსწავლე
შეძლებს სტანდარტით განსაზღვრული
სხვადასხვა ტიპის ტექსტების ლექსიკურ
და სემანტიკურ მხარეზე, ენობრივ ფორმებზე დაკვირვებას.
კითხვების (რა?
ვინ? როგორი? რამდენი? რას აკეთებს?) გამოყენებით განასხვავებს შესაბამის მეტყველების
ნაწილებს.
ქართ.დაწყ.(I).12.მოსწავლე შეძლებს
კითხვის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენებას მიზნის შესაბამისად.მასწავლებლის დახმარებით ადგენს ტექსტის მარტივ გეგმას
მისთვის სასურველი ფორმით (სიტყვიერად ან ნახატებით).
Ø ქართ.დაწყ.(I).14.მოსწავლე შეძლებს ნაცნობი ლექსიკის,
ენობრივ-სინტაქსური კონსტრუქციებისა და სტუქტურული ელემენტების ადეკვატურად გამოყენებას
.მსგავსი მნიშვნელობის ლექსიკური ერთეულებიდან
შეარჩევს მოცემული კონტექსტისთვის შესაფერის / მართებულ სიტყვას;
შეფასება :
მოსწავლის შეფასების კომპონენტები და კრიტერიუმები:
შეფასების კომპონემტები
|
დაბალი
|
საშუალო
|
კარგი
|
ბრწყინვალე
|
გაკვეთილზე ჩართულობა
|
არ ერთვება გაკვეთილში; არ მონაწილეობს აქტივობებში.
|
ზოგჯერ მონაწილეობს აქტივობებში; ხშირად სჭირდება შეხსენება.
|
თითქმის ყოველთვის აქტიურად მონაწილეობს საკლასო აქტივობებში.
|
ყოველთვის აქტიურად მონაწილეობს საკლასო აქტივობებში; იჩენს ინიციატივას.
|
ტექსტის გაგება- გააზრება
|
არ ერთვება ზეპირ ინტერაქციაში.
|
ვერ ახერხებს ტექსტის გაგება-
გააზრებას,ვერ ახასიათებს პერსონაჟს.
|
ერთვება ტექსტის გაგება- გააზრებაში.ახასიათებს პერსონაჟს.
|
აქტიურად ერთვება ტექსტის გაგება- გააზრებაში.ახასიათებს პერსონაჯს,აფასებს
მის ქცევას და გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას.
|
ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობა
|
მოსწავლე არ ავლენს სურვილს
განმარტოს სიტყვები.
|
ვერ განმარტავს უცნობ ლექსიკურ ერთეულებს.
|
ცდილობს განმარტოს ახალი ლექსიკური ერთეულები.
|
განმარტავს ლექსიკურ ერთეულებს და აქვს მდიდარი ლექსიკური მარაგი.
|
წერის უნარი
|
არ ავლენს წერის სურვილს.
|
ვერ ადგენს სიტყვებსშორის შესაბამისობას.
|
ადგენს სიტყვებს შორის შესაბამისობებს.
|
თამამად წერს და ადგენს სიტყვებს შორის შესაბამისობას.
|
ჯგუფური მუშაობის შეფასების
რუბრიკა
კრიტერიუმები
|
იშვიათად
|
ხშირად
|
ყოველთვის
|
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია ,უსმენენ ერთმანეთს და თანამშრომლობენ.
|
|||
ჯგუფის პრეზენტაცია შეესაბამება მოთხოვნებს.
|
|||
ჯგუფი იცავს დროის ლიმიტს.
|
მასწავლებლისთვითშეფასებისსქემა:
კრიტერიუმი
|
შეფასება(1,2,3)/კომენტარი
|
|
1
|
მოსწავლეები იყვნენ ჩართულები საგაკვეთილო პროცესში;
|
|
2
|
გაკვეთილზე მოსწავლეები ყურადღებით მისმენდნენ;
|
|
3
|
საგაკვეთილო პროცესში ვასრულებდი ფასილიტაციას.
|
|
4
|
მოსწავლეებს მივეცი საშუალება,გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები.
|
|
5
|
საკმარისი მასალა მქონდა მოგროვილი ახალიმასალის ასახსნელად;
|
|
6
|
სწორად გადავანაწილე დრო გაკვეთილის მსვლელობისას
|
|
7
|
სწორად მქონდა შერჩეული აქტივობები და მეთოდები საგაკვეთილო პროცესში;
|
ხელმოწერა :მ.დიდებაშვილი.
თარიღი : 15.04.2019წ
დანართი N1
ტყეში ლხინი
---------------(გაჩაღდა,დაიწყო)
სიმღერა ისე გაძლიერდა
,ტყეს ----------------- გაჰქონდა. (გუგუნი,ჭახჭახი)
თაგუნამ ისკუპა და პირდაპირ ნეფე-დედოფლის სუფრაზე------------------.(დასკუპდა,დაჯდა)
თხილი ჩემი თვალის სინათლეს------------------------(ჯობია,მირჩევნია)
წრუწუნას მალე
---------------- ღვინო.( მოეკიდა,მოერია)
მერე ცეკვა დაიწყო და ხალხს
სიცილით-------------.(კლავდა,ხოცავდა)
No comments:
Post a Comment